We are the world ....
1985 წელს შექმნილმა ამ სიმღერამ მეტწილად განაპირობა ჩემი მუსიკალური გემოვნება. ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს ბავშვები შუაგულ ვერაზე ვახერხებდით ერთმანეთთან სამეზობლოში ამ და სხვა გენიალური კონცერტების მოსმენას, ვიდეოს ნახვას, ვცვლიდით ვიდეოკასეტებს, რომლის ზომის ახლა აიპადებიც აღარ არის. მე და ჩემს ძმას, ჩვენს სხვა მეზობლებს უფრო გაგვიმართლა, რადგან გვერდში თამაზ (თათუზა) ყურაშვილი გვყავდა თავისი არაჩვეულებრივი ოჯახით, სადაც აურაცხელი რაოდენობის და უმაღლესი ხარისხის მუსიკა და მისი შემსრულელები იყრიდნენ თავს (ცოცხალი ბილი ჯოელიც აქ ვნახე პირველად). დღეში რამდენჯერმე ვნახავდით ფილმს თუ როგორ იქმნებოდა We are the World, ვბაძავდით შემსრულებლებს, ვინაწილებდით და ვხოცავდით ერთმანეთს მონაწილე კუმირებისთვის. 44-ივეს (მგონი არ მეშლება) სახელები ზეპირად ვიცოდით, აღარაფერს ვამბობ თავად ტექსტზე, რომელსაც დიდი სიხარულით ნიკოლაძეს ეზოშიც ვასრულებდით (ბრიუს სპრინგსტინი განსაკუთრებულად არავის ეთმობოდა ....).
ვიდრე Michael Jackson \u0026 Lionel Richie ყველა დროის ჰიტს შექმნიდნენ, არანაკლებ გენიალურ ჰარი ბელაფონტეს (Harry Belafonte) ჰქონდა გადაწყვეტილი აფრიკის დასახმარებლად კონცერტი ჩაეტარებინა შავკანიანი ვარსკვლავების მონაწილებით. კენ ქრეგერს (სატელევიზიო და ხმის ჩამწერი კომპანიის მეპატრონე) განსხვავებული აზრი ჰქონდა. მას Band Aid ამერიკული ვერიის შექმნა უფრო ხიბლავს და ეს თავის კლიენტს ლაიონელ რიჩის გაუზიარა. იდეამ სწრაფად დაიმსახურა მოწონება, ლაიონელ რიჩის მეუღლე ტელეფონით ურეკავს სტივი უანდერის მეუღლეს, რაც უზრუნველყოფს მის ჩართულობასაც პროექტში. სიმღერის შექმნას საკუთარ თავზე იღებენ მაიკლ ჯექსონი და რიჩი, ხოლო ქუინსი ჯონსი აცხადებს თანხმობას პროდიუსერობაზე.
ეს ვიდეო ამ გენიალური კომპოზიციის გარკვეულწილად backstage-ც და იმავდროულად, მისი დასაბამის ან/და ისტორიის განუყოფელი ნაწილია. სიმღერის ჩაწერის თარიღიც American Music Awards ღამეა, ანუ ყველა ვარსკვლავი ადგილზეა. მთელი ღამის განმავლობაში ჩაწერის პროცესით გათანგული ვარსკვლავები პაუზას სწორედ ჰარი ბელაფონტეს ჰიტით \"Banana Boat Song\" ასრულებენ, რითაც გარკვეულწილად მადლობას უხდიან ამ ყველაფრის დასაბამისითვის.
1985 წის მარტში \"We are the world\" 800.000 რაოდენობით გამოდის გაყიდვაში და პირველივე შაბათ-კვირას უკლებლივ ყველა ფირი გაყიდულია. ერთი ორიგინალი ჩვენი უბნის სამეზობლოშიც იყო ...
#ამიტომ მენატრება ჩემი უდარდელი ბავშვობა. ეზო და მეგობრები.
#ამიტომ მიყვარს თბილისი.
#ამიტომ მიყვარს ამერიკა.
ხოდა, ამიტომ მიყვარს ჩემი მეორე ოჯახი და ჩემი ბიემჯი.
01.02.2018