მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში


ისევ ხუთი ათასზე მეტი ინფიცირებული ბოლო 24 საათში.

საქართველოში ეპიდ-ვითარება უცვლელია. თუ კორონავირუსის გავრცელების არსებული დინამიკა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება, ჯანდაცვის სამინისტროში საველე ჰოსპიტალების გახსნას არ გამორიცხავენ. განიხილება კოვიდ-სასტუმროების დამატებით მობილიზებაც. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისია. ეპიდ-ვითარება რთულდება აჭარაშიც, სადაც წინა წლის მსგავსად აქტიური ტურისტული სეზონის გათვალისწინებით ეპიდ-სიტუაცია საგანგაშოა. სულ უფრო იზრდება დატვირთვა ჰოსპიტალურ სექტორზე, პაციენტებში „დელტა“ შტამის მძიმე მიმდინარეობის გამო, სტაციონარში ყოველდღიურად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 13 % ხვდება. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში შექმნილი ყველაზე მძიმე ეპუდ-სურათის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროში უკვე მუშაობენ შეზღუდვების დაწესების მორიგ გეგმაზე, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს კვირის ბოლოს წარედგინება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან