სარეაბილიტაციო სამუშაოები

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ვარკეთილში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ, ორ ჰექტარზე არსებული პარკის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი, კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების განახლება, საპარკე ინვენტარის განთავსება, გარე განათების სისტემის, საბავშვო მოედნების მოწყობა, ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და დასასვენებელი პავილიონის მონტაჟი. გეგმის მიხედვით ტერიტორია გამწვანდება - დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე, დაითესება ბალახი, მოეწყობა სარწყავი სისტემა. არსებულ მინი-ფეხბურთის სტადიონს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები