თიკო იმნაძემ (1996) დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, თუმცა მუშაობა გააგრძელა როგორც მულტიმედია ხელოვანმა. თიკო ექსპერიმენტირებს მასალებით, მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს ფილმისა და სარეკლამო ინდუსტრიაში, იყენებს ფოტოგრაფიას, ქმნის ინსტალაციებს. თიკოს შემოქმედებაში იგრძნობა ხელოვანის დაინტერესება ისტორიითა და მითოლოგიით. ის სკურპულოზურად შეისწავლის საკითხს, იკვლევს სხვადასხვა კუთხიდან და შემდეგ მის კრეატიულ ინტერპრეტაციებს ქმნის. რეზიდენციის განმავლობაში შეისწავლა აფხაზური მითოლოგია, ნართების ეპოზი, საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი ანტიკური საბრძოლო იარაღები და ამ ყველაფრით შთაგონებულმა მეტალის ობიექტი შექმნა.
#თეიფი #Tapemagazine
#თეიფი #Tapemagazine