საქსტატმა 207-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

13.02.2025 01:23

✅ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ექსკურსიები განახლდა. ამჯერად საქსტატს ქალაქ თბილისის 207-ე საჯარო სკოლის 8 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.

✅ საქსტატში ვიზიტისას სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს სტატისტიკის მუზეუმი, სადაც განთავსებულია უწყების ასწლოვანი ისტორიის ამსახველი ფოტო მასალა და გამოთვლითი ტექნიკა. ბავშვები ასევე გაეცნენ საქსტატის მუშაობის ზოგად პრინციპებსა და უწყების ერთსაუკუნოვან ისტორიას.

✅ ტრადიციულად საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მოსწავლეებს გააცნო სპეციალურად მათი ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილი, საბავშვო პორტალი, ,,სტატისტიკა ბავშვების და მოზარდებისთვის“. ესაუბრა საინტერესო და სახალისო სტატისტიკურ ფაქტებზე, მათთან ერთად შეავსო შემეცნებითი ქვიზები და სამახსოვრო სიგელიც გადასცა.

✅ როგორც გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, ინტერაქტიული პორტალის მიზანია, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდება მათთვის საინტერესო და სახალისო გზით. პორტალი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვებსა და მოზარდებს გაიღრმავონ ცოდნა სტატისტიკის სფეროში, გაიუმჯობესონ ინფორმაციის სწორად აღქმისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები, იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებულები ბავშვთა უფლებების შესახებ და მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

✅ მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია დემოგრაფიის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სტატისტიკური მონაცემების შესახებ.

✅ საქსტატი მომავალშიც გეგმავს ბავშვებისა და მოზარდებისთვის მსგავსი შემეცნებითი ღონისძებების გამართვას.

გაზიარება:
Mankanebi

მსგავსი ვიდეოები

საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით რეგიონის ლიდერი ქვეყანაა
03:27

საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით რეგიონის ლიდერი ქვეყანაა

TV IMEDI

საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გაიზარდა
03:27

საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალ...

TV IMEDI

საქსტატმა საარსებო მინიმუმის დათვლა შესაძლოა შეწყვიტოს

საქსტატმა საარსებო მინიმუმის დათვლა შესაძლოა შეწყვიტოს

PalitraNews

საქსტატმა ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
02:28

საქსტატმა ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

Radio Atinati

საქსტატმა 2019 წლის მარტისთვის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი გამოაქვეყნა
04:51

საქსტატმა 2019 წლის მარტისთვის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელ...

Rioni.TV

“საქსტატმა” საგარეო ვაჭრობის დაზუსტებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა
00:57

“საქსტატმა” საგარეო ვაჭრობის დაზუსტებული მაჩვენებლები გამოაქ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქსტატმა ახალი სტანდარტებით გაანგარიშებული დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა
04:19

საქსტატმა ახალი სტანდარტებით გაანგარიშებული დასაქმებისა და უ...

საქსტატი / Geostat

საქსტატმა ახალი სტანდარტებით გაანგარიშებული დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა
00:50

საქსტატმა ახალი სტანდარტებით გაანგარიშებული დასაქმებისა და უ...

საქსტატი / Geostat

ყველა ვიდეო