თეორემა - თეორემა : უკრაინა / საქართველოს მთავრობა / პროსტიტუცია

12/16/2013
Tabula ტაბულა-ის მიერ

- როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, სადაც ბევრის აზრით ახლა ევროპის ბედი წყდება.

33:26 ივანიშვილის გამოქვაბული - ასე აღწერს ქართულ პოლიტიკურ რეალობას ტაბულას ავტორი ბექა მინდიაშვილი ტაბულას დეკემბრის ნომერში. ის ამტკიცებს, რომ ახალი პრეზიდენტიცა და პრემიერიც, სინამდვილეში ივანიშვილის მიერ პროეცირებული რუხი ლაქებია, რომლებიც ანგარიშვალდებულებას, უპირველესად ივანიშვილის წინაშე გრძნობენ. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ახლა, როცა მილიარდერი თვალს მიეფარა - თავად ივანიშვილს, თუ მის ყოფილ თანაშემწეს, რომელიც 31 წლის ასაკში ქვეყნის მმართველად დანიშნა.

57:00 უნდა იყოს თუ არა პროსტიტუცია ლეგალური? უნდა ჰქონდეს თუ არა ადამიანს უფლება საკუთარი სხეული გაყიდოს? ხალხის ხმა, თეორემას მესამე ნაწილში.

ვიდეოები „Tabula ტაბულა"-ისგან