შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

19.02.2018 00:12

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ზ.გ., განზრახ მკვლელობის და ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 თებერვალს თბილისში, ლერი ლაგურაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1960 წელს დაბადებულ გ.ჩ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ზ.გ.-მ სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 177-ე მუხლებით. Facebook : https://www.facebook.com/miaofgeo Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
00:24

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
00:19

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
00:24

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
00:34

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში მომხდარი განზრახ მკვ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
00:21

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელო...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
00:12

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში მომხდარი განზრახ მკვლელ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა გაჩიანში 3 მოქალაქის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
00:26

სამართალდამცველებმა გაჩიანში 3 მოქალაქის დაჭრის ბრალდებით 1...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
00:25

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო