18
ლამაზი სიკვდილი - ქართული სიმღერა ხელოვნური ინტელექტის შესრულებით (ლექსი: ჯანსუღ ჩარკვიანი) #georgiansongs #georgiansongs #georgiansongs #georgianmusic #music #georgianmusic #ახალისიმღერა #ქართულისიმღერები #ai2024 როცა დაიწყებს წყარო საუბარს, მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი, შემოასკდება როცა ალუბალს მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი. როცა კვირტები აფეთქდებიან, მთებს გადიფრენენ ფრთების ტკაცუნით, როცა ირმები დაფეთდებიან, მზეს შეხედავენ რქებში ჩაწურვილს. როცა მერცხალი ზეცას შეუტევს, როცა მიწაზე მზე და დარი დგას, ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს. როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის საგვირილოდ და საენძელოდა, ირემი ირემს ბალახს გაუწვდის და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა. როცა ძეწნები ატირდებიან და აკოცებენ ვაზებს ხარდნები, _ შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს, ავტირდები და ავხარხარდები. მოიგონებენ წარსულს მკვიდრები, აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა, გავდიადდები, გავსულდიდდები და ავენთები მამულს კელაპტრად. შევდგები ცერზე, როგორც ავაზა, ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს, მერე მოვკვდები ისე ლამაზად, ვით დაიბადა ეს ყველაფერი.
მსგავსი ვიდეოები
omariko/ომარიკო
Wyza
omariko/ომარიკო
The Gio
გამოუვალი მდგომარეობის კონცერტი შაბათს, 15 ნოემბერს, ივენთ ჰ...
ჩემი ცოლის დაქალები
Notre premier trottinette scooter, მათეს და ნინას პირველი სკ...
Mate and Nina
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს პირველი არხი არჩევნების შემდეგ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
[პრომო] ჩემი ცოლის დაქალები - სეზ 6 სერ 14
ჩემი ცოლის დაქალები
[პრომო] ჩემი ცოლის დაქალები - სეზ 6 სერ 24
ჩემი ცოლის დაქალები
ქუთაისის I სკოლის ბანკეტი ბათუმში
Jaba Tvaradze Videography