გიორგი თევდორაძის განცხადებით, სამტრედიასა და ბაღდათში კოალიცია „ქართული ოცნების\" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შუალედური არჩევნებისთვის კამპანიაში ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ. მისი თქმით, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ამ რაიონებში გაცილებით მეტი ტექნიკაა ჩაყვანილი, ვიდრე სხვაგან. ამასთან, გიორგი თევდორაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების\" აქტივისტები ადგილობრივებს ეუბნებიან, რომ ტრაქტორები მათ ბიძინა ივანიშვილმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა გაუგზავნეს.
მეტი ინფორმაცია: http://unm.ge/index.php?m=6\u0026news_id=52
მეტი ინფორმაცია: http://unm.ge/index.php?m=6\u0026news_id=52