ალექსანდრე ნათიშვილი

12/30/2021

ალექსანდრე ნათიშვილი იყო თბილისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პირველი დეკანი; პირველი მეცნიერი ანატომი, რომელმაც სამეცნიერო კვლევებით ქართული ანატომიური სამეცნიერო სკოლა დააფუძნა; მანვე შექმნა პლასტიკური ანატომიის კათედრა სამხატვრო აკადემიაში, შინაურ ცხოველთა ანატომიის კათედრა ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში, ანატომიის კათერდა ფიზკულტურის ინსტიტუტში. 1946 წელს კი მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყველაზე მოწინავე და გამორჩეული სამეცნიერო კვლევების ცენტრად იქცა.
კიდევ ერთი დარგი, რომელიც ქართულ რეალობაში პირველად სწორედ მორფოლოგიის ინსტიტუტში აღმოცენდა - ანთროპოლოგია იყო.
ვიდეო მომზადდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში.
#მეცნიერთამატიანე
#მეცნიერებისკვირეული2021

ვიდეოები „TSU Ivane Javakhishvili Tbilisi State University"-ისგან