Download unavailable"}},"clickTrackingParams":"CBMQxzciEwj0yuLcs9uFAxVzheQGHRwvCGAyC29mZmxpbmVsaXN0"}},"miniplayer":{"miniplayerRenderer":{"playbackMode":"PLAYBACK_MODE_ALLOW"}},"contextParams":"Q0FFU0FnZ0I="},"streamingData":{"expiresInSeconds":"21540

04/07/2023
TV IMEDI-ის მიერ

სიმღერა (Las Ketchup)
ტექსტი | ზაზა ხუციშვილი \u0026 ვასასი
Sound | პაატა ფაცურია

სიმღერის ტექსტი:
ამ სიმღერით გული თბება
და წარსული გვაგონდება,
ყველას სიხარულით გვავსებს
ამბობენ რომ თუ მოუსმენ,
გაცეკვებს და აგამღერებს
დაგავიწყებს გულის დარდებს

გვახსენდება ყველაფერი,
ბავშვობა და მეგობრები
და ამბები ჩვენი სახალისო ძველი,
ნაცნობი მელოდიები
მაგნიტოლას კასეტები
და ის ტკბილი ორიათასიანები
მოდი ერთად გავიხსენოთ დანარჩენი

და მოდი ჰე ჰა...ეჰე
ყველა ავამღეროთ
ქუჩები და ეზოები
სიმღერებით ავაშენოთ
სიყვარულით გავაჯეროთ ჰე

და მოდი ჰე ჰა ეჰე -
ყველა ავამღეროთ
დამსხვრეული ოცნებები
სიყვარულით გავამთელოთ
ბოროტება გავანელოთ ჰე

და მოდი ჰა ჰა ეჰე
ყველა ავაცეკვოთ
მოწყენილი სახეები
გულიანად გავაცინოთ
მწუხარება დავაძინოთ ჰე

ამ ჰიტმა ბევრი გვაცინა
გვაცეკვა არ დაგვაძინა
თავს არავინ გრძნობდა მარტო
ხელს იქნევდა ანა თინა
პირს აყოლებდა მარინა
და სიმღერამ ჩვენც გაგვართო

შევიკრიბეთ დღეს ჩვენ ყველა
გაბუ თათა ბაბი გელა
ჰოდა ლას კეტჩუპის გარდა
ყველა აქ ვართ

ვერზო დასარტყამს დოუშვი
გადავწყვიტეთ რომ შოუში
კარგი საცეკვაო ფართი გაგვემართა
და ბოლოს კი
ჯაბოვიჩიც დაგვემატა

#ღამისშოუ #ღამისშოუსბენდი #დამოდიჰე
© Teleimedi LLC 2022