ტირის ღამეული სიჩუმე

03/26/2022
Qemo Qavtari-ის მიერ

#guitarmusic #singersongwriter #fingerstyleguitar

\"The night silence is crying... '' - this is how the song's title sounds in English.
The music and lyrics are written by Qemo Qavtari.
The performance belongs to Qemo Qavtari as well.

ტექსტის და მუსიკის ავტორი: ქემო ქავთარი
შემსრულებელი: ქემო ქავთარი



ტირის ღამეული სიჩუმე,
გრგვინავს მდუმარება ტაძრის,
ჩუმად სიყვარულზე ჩურჩულებს,
ლოცვად მუხლმოყრილი კაცი.

უძირო თვალების ზმანება,
სევდა, ნაღველი და დარდი...
აწეწილ ფიქრებში არ ცხრება
უიღბლო სიყვარულის ლანდი.

ტანჯავს ამღვრეულ გონებას ფიქრთა თარეში,
მოგონებები ჩნდება კვლავ მრუმე ღამეში...
წრფელი გრძნობა და გულის ხმა, ტრფობა - ხავერდი
და ოცნებების სანტელი, ცრემლად ნაღვენთი...
ტანჯავს ამღვრეულ გონებას ფიქრთა თარეში,
მოგონებები ჩნდება კვლავ მრუმე ღამეში...

ო, როგორ ვცდებოდი, როცა მეგონა
ვერვინ წამართმევდა შენს თავს,
თურმე სიყვარულსაც ჰყოლია მტერი,
ოცნების კოშკებს რომ ლეწავს,

მე შენსკენ მომავალს დამადებს ხუნდებს
და სადღაც საკანში მკეტავს,
შენ კი საპატარძლოს შავად შეგმოსავს
და დაგაახლოვებს ცრემლთან.

რატომ გაგვწირა წუთისოფელმა,
რად გაგვიმეტა ბედმა?..
მაგ ლამაზ თვალებს ისევ დავეძებ,
ღამეებს ვათენებ თეთრად.

ოდესღაც ბედნიერი დღეები,
ახლა კი ტკივილი მძაფრი...
კოშმარად ქცეული სიცოცხლე
ბორგავს და ნელ-ნელა გადის.

წარსულში გაფრენილან ფიქრები,
მისდევენ გულისსწორის აჩრდილს,
ქვითინებს ღამეული სიჩუმე,
გუგუნებს მდუმარება ტაძრის.

პირველი კოცნა, პირველი ცეკვა და ლექსი,
გრძნობის გამხელა, გახსნილი გულის კარები...
თრთოდენ წითელი ვარდები ჩუმი ალერსით,
მორცხვი დუმილით თანხმობა კრთოდა თვალებში...
თრთოდენ წითელი ვარდები, ჩუმი ალერსით,
მოგონებები ჩნდება კვლავ, მრუმე ღამეში.

ო, როგორ ვცდებოდი, როცა მეგონა
ვერვინ წამართმევდა შენს თავს,
თურმე სიყვარულსაც ჰყოლია მტერი,
ოცნების კოშკებს რომ ლეწავს...
თურმე სიყვარულსაც ჰყოლია მტერი,
ოცნების კოშკებს რომ ლეწავს...