თელავში საახალწლო სამზადისზე მხოლოდ 37 ათასი ლარი დაიხარჯება

09.12.2025 02:04

თელავში საახალწლო სამზადისი დაიწყო- ადგილობრივი ხელისუფლება სადღესასწაულოდ 37 ათას ლარს დახარჯავს. ქალაქში უკვე დასრულდა მთავარი ნაძვის ხის აწყობა. ამ დროისთვის დეკორაციები მონტაჟდება. სამუშაოები 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი ძირითადად შარშანდელ განათებებს იყენებს, თუმცა დაზიანებული ელემენტების აღსადგენად და ახალი აქსესუარების შესაძენად გამოცხადებულია ტენდერი, რომლის სარეზერვო ღირებულება 37 000 ლარია. ნაძვის ხე საზეიმოდ 26 დეკემბერს აინთება.

გაზიარება:
Paliani

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო