ფერადი საქართველო 1903–1912 წ.წ.

03/10/2017
პრემიუმი PREMIUMI-ის მიერ

http://premiumi.ge/?p=11196

რუსმა ფოტოგრაფმა, ქიმიკოსმა, გამომგონებელმა სერგეი პროკუდინ–გორსკიმ ფერადი ფოტოსურათის გადაღების უნიკალური მეთოდი შექმნა. კერძოდ, 1902 წელს მან ფერადი გამოსახულების გადასაღები კამერის საკუთარი მოდელი შექმნა, ასევე შექმნა ფერადი სურათების პროექტორი.

პროკუდინ–გორსკი ა. მიტეს სამფერიანი ფოტოგრაფიის შექმნის თეორიას ეყრდნობოდა, მისი მეთოდი გაცილებით უკეთესი ხარისხის სურათების გადაღების საშუალებას იძლეოდა. 1908 წელს იმპერატირის თანხმობის შემდეგ პროკუდინ–გორსკი გრანდიოზული პროექტის განხორციელებას შეუდგა. მას გამოუყვეს სპეციალური ვაგონი ჩაბნელებული ოთახებით, ასევე რუსეთის იმპერიის ყველა ზონაში შეუზღუდავად შესვლის საშვი გადასცეს. ამგვარად, გენიალურმა ფოტოგრაფმა რუსეთის იმპერიის 11 რეგიუნი შემოიარა, აღბეჭდა ქვეყნის ინდუსტრიალური, ისტორიული, სოციალური და კულტურული მხარეები. მან ძალზე მდიდარი კოლექცია შექმნა, რომელიც ისტორიის ფურცლებს თითქოს და ცოცხლად გვიჩვენებს. 1948 წელს უნიკალური კოლექცია აშშ–ს კონგრეს ბიბლიოთეკამ შეისყიდა და 1980 წლამდე ის სავსებით უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის. დღეს თითქმის ყველა სურათი უკვე გადაყვანილია ციფრულ ფორმატში და ინტერნეტ–სივრცეშია განთავსებული.

გთავაზობთ პროკუდინ–გორსკის მიერ საქართველოში გადაღებულ ზოგიერთ სურათს, რომელიც იმ დროს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.

www.premiumi.ge

ვიდეოები „პრემიუმი PREMIUMI"-ისგან