ლიკა ასლანიშვილი / Lika Aslanishvili

25.01.2022 01:19

ეგ ღიმილი? ეგ სიტყვები? თითქოს ნამდვილს მიამსგავსე... გულის ხმასაც ყურს არ უგდებ .. ხან ერთს ამბობ , ხან მეორეს.. აბობქრებ სულში რამდენს, სიცრუემდეც მიგიყვანეს.. საკუთარ თავს ემალები , სხვას კაცურად ესალმები... გაგიტაცებს წამით ვნება , მერე გიპყრობს თავის გვემა ... მათ აღმერთებ ვინც გღალატობს, - გულში ნატრობ ერთგულებას.. ბოლოს რჩები ისევ მარტო, სიგარეტის კვამლი გართობს.. გაიხსენებ, იმ დროს ამ დროს , და იმ ერთის ერთგულებას არ დანებდა , იცი იბრძვის , ასე იცის ერთგულებამ ... გაიხსენებ.. თვალს დახუჭავ , გაიელვებს წამით შენთან, გული ფეთქავს , მის სურნელს გრძნობ.. .. ნამდვილ ღიმილს ისევ ბედავ... მაგრამ ჭინკებს კვლავ მოუხმობ შენში ათას პიროვნებად ... რადგან კახპებს ევასები, არ ადარდებთ ერთგულება.. არ გისვავენ ზედმეტ კითხვებს,იოლია ასე.. ღმერთმან... და ღიმილით , ცრუ სიტყვებით - გაექცევი საკუთარ თავს .. მაგრამ ღამით წამიერად ვერ წაუხვალ ვერსად შენს ლანდს... ---------------------------------------- ლექსი : ლიკა ასლანიშვილი Music : Jorge Méndez - Cold    • "Cold" - Jorge Méndez (Sad Piano \u0026 Vi...

გაზიარება: