ღილაკზე თითის დამჭერაბად გხედავთ კალაძე თქვენ აქ, პარლამენტში - გოგიჩაიშვილი უმრავლესობას

05/30/2019
Tv Kavkasia-ის მიერ

(ახალი ამბები 30.05.2019)
სივრცითი მოწყობის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე გუშინ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სდომაზე დაწყებული დავა დღეს სესიაზე გაგრძელდა. ისევე, როგორც გუშინ, ოპოზიცია დღესაც საკითხის დაჩაქარებული წესით განხილვას აპროტესტებდა.
დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის დეპუტატები თბილისის მერის დაკვეთების შესრულებაში დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ადგილი აქვს დეკლარირებულ უპატივცემულობას მერიის მხრიდან პარლამენტის მიმართ.
„გუშინ კომიტეტში მერიიდან საკითხზე სასაუბროდ კი არ მოვიდნენ, წუხდნენ იმაზე, რეპუტაციულად რაიმე პრობლემა ხომ არ შეექმნა მერს და მის საქმიანობას. თქვენ აქ გხედავენ ღილაკზე თითის დამჭერებად, ნებისმიერ დროს შეუძლია მერს, აქ ვინც ჰყავს, მარტივად გაატანინოს საკითხი. კალაძემ პირდაპირ ბახრტაძეს დააბრალა, კანონი იმიტომ ჩამივარდა, რომ შენ არ მიიღე დადგენილებაო. არანაირი გუნდურობა არ არის, როცა დაჭირდებათ, ისე შეაწმენდენ ერთმანეთს ხელს, ისე გაწირავენ, თვალს არ დაახამხამებენ. ვინმე რომ გადადგეს, ჩაეწყობიან რიგში და საშინელებებს იტყვიან. ეს არის უპატივცემულობა. ეს არის თქვენი არჩევანი“ - განუცხადა უმრავლესობის წევრებს ლევან გოგიჩაიშვილმა.


გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi

ვიდეოები „Tv Kavkasia"-ისგან