ცაიშში იონაობა აღნიშნეს.
ცაიშში იონაობა აღნიშნეს. 26 ნოემბერს სოფელ ცაიშში იონაობას ზეიმობენ. ეს სიმბოლური თარიღი ქართველი მწერლის,პატრიოტისა და საზოგადო მოღვაწის იონა მეუნარგიას დაბადებიდან 160 წლისთავს აღნიშნავს. ზუგდიდის რაიონ სოფელ ცაიშში, 1852 წლის 26 ნოემბერს იონა მეუნარგია დეკანოზ მიხეილ მეუნარგიასა და სუსანა გაწერელიას ოჯახში დაბადებულა. . მისი პიროვნება ხასიათდებოდა თავისუფლებისა და სამშობლოსადმი უდიდესი სიყვარულის მატარებელ მებრძოლად.გ ამოჩენილი ქართველი მოღვაწის შემოქმედებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს წერილები - ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდან,ცხოვრება და ღვაწლი გრიგოლ ორბელიანისა და სხვა წერილები,მნიშვნელოვანი წვლილის მატარებელ ქართველებზე. საღამო რომელიც ცაიშში იონა მეუნარგიას სახლ მუზეუმში გაიმართა, მწერლის დაბადების დღეს მიეძღვანა. სამეგრელოს კუთხის უდიდესი შემოქმედი მისავე სოფელში დღეს კიდევ ერთხელ დიდი პატივით გაიხსენეს და მისი შემოქმედება ფართო საზოგადოებას გააცნეს. იონაობაზე საკუთარი შემოქმედება მოწვეულ სტუმრებს ახალგაზრდა პოეტებმაც წარუდგინეს და აუდიტორიისაგან მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურეს. იონაობას სოფელ ცაიშში ტრადიციულად ყოველ წელიწადს აღნიშნავენ. 26.11.2012 http://odishi.ge
მსგავსი ვიდეოები
ცაიშში "იონაობა" აღნიშნეს
Radio Atinati
6 ივნისს სოფელ ცაიშში “იონაობა” აღნიშნეს
Radio Atinati
ცაიშში მოყვანილი კიტრი ბაზარზე იმპორტირებულს უწევს კონკურენც...
Radio Atinati
ცაიშში მშენებარე სასათბურე მეურნეობის დათვალიერება
Irakli Gharibashvili
ცაცხვის საარჩევნო უბანზე საჩივარი დაიწერა
Radio Atinati
ცაიშში მგელი მოკლეს
Radio Atinati
რას ფიქრობენ ცაიშელები ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე
Radio Atinati
ცაიშში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster