გერჩი - ყარს (Georgien über allen)

11/10/2020
გერჩი • GERCHI-ის მიერ

Gerchi - Stinks (Georgien über allen)

Recorded @ \"Homeless Studio\"

2020

ტექსტი:

გავიღვიძე , წამოვდექი საფლავიდან გმირად,
გულში დაჭრილს მოგევლინე შენი ქვეყნის ჰიმნად,
გამოფხიზლდი, ნუ დაიწყებ სინანულის ძოვას,
სამშობლო ხომ დაგიფასებს შენი მკერდის ზომას.

შენ გიმღერი საყვარელო, არ გამიგო ცუდად,
მელია ხარ მატყუარა, მოწმე მოგყავს კუდად,
არიფი გყავს მთავრობაში, თავი მოაქვს ქურდად,
ცა ქალამნად დაუხურავს დედამიწა ქუდად.

დღეს საქართველო ვერ გამისწორებს თვალს
ყოველდღიურად ახალგაზრდობას კლავს
ავტობუსში მყოფ დასაბან იღლიას გავს
და მთელი თავისი დიდებულებით...

წადი, თავი გაგვანებე, გაიხურე კარი!
ჯანდაბამდე გზა გქონია და გითხრია სარი!
შენს ქაჯობას, უვიცობას აღარ აქვს ზღვარი,
გგონია, რომ ცოცხალი ხარ, გჯობნის ბევრი მკვდარი!

დღეს საქართველო ვერ გამისწორებს თვალს
ყოველდღიურად ახალგაზრდობას კლავს
ავტობუსში მყოფ დასაბან იღლიას გავს
და მთელი თავისი დიდებულებით...
ყარს!
ყარს!
ყაააარს!

ხელს უმართავ რადიკალურ, მემარჯვენე მარშებს
ტვინგარეცხილ პატრიოტებს, საზარბაზნე ფარშებს
თავისუფლების იმედებს ჩანასახში კლავენ,
დარბიან და გაჰყვირიან: Georgien über allen!

დღეს საქართველო ვერ გამისწორებს თვალს
ყოველდღიურად ახალგაზრდობას კლავს
ავტობუსში მყოფ დასაბან იღლიას გავს
და მთელი თავისი დიდებულებით...
ყარს!
ყარს!
ყაააარს!

#Gerchi #stinks #Georgien #über #allen