ქვემო ქვალონის საჯარო სკოლის გახსნა 4 ოქტომბერი 2021 წელი

10/04/2021
Khobi Info-News-ის მიერ

ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში 300 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა გაიხსნა.

სკოლის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბეატრისა რუსია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალ სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ.
საჯარო სკოლის პირველკლასელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან კომპიუტერები გადაეცათ.
პროექტის შესაბამისად მოეწყო მოსწავლეთა და პედაგოგთა ოთახები, ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა-წიგნსაცავი, ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული ზოლი. სკოლის ძველი შენობა ამორტიზებული იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.
ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 4 მილიონ 95 ათასი ლარი შეადგინა.
https://www.facebook.com/media/set?va...

ვიდეოები „Khobi Info-News"-ისგან