ტრენინგი თემაზე „საგზაო უსაფრთხოება“

12/22/2019
UNG Legal Group-ის მიერ

22 დეკემბერს იუ ენ ჯი ლეგალ გრუფის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „საგზაო უსაფრთხოება“.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ საგზაო უსაფრთხოების ზოგად წესებს, მოძრაობის წესების დარღვევის ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ ასპექტებს.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატები.
იუ ენ ჯი ლეგალ გრუფი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ტრენინგის ხელმძღვანელს - ნათია მარხვაშვილს.
ასევე მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აუდიტორიის დათმობისთვის.

https://www.facebook.com/unglegalgroup
https://www.instagram.com/ung.legal.g...