საქართველოს მთავრობა სიახლეები

11/07/2012
video20132-ის მიერ

http://www.government.gov.ge/index.ph...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გურულ გლეხებს „საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის\" საქმიანობა გააცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გურიაში იმყოფება, ოზურგეთში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე ვანო მერაბიშვილმა ფერმერებს გააცნო ახალი ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამის „მეტი სარგებელი ხალხს\" ფარგლებში შექმნილი „საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის\" საქმიანობა და სამომავლო გეგმები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გურულ გლეხებს „საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის\" საქმიანობა გააცნოპრემიერ-მინისტრმა ისაუბრა კომპანიის გეგმებზე, რომელმაც მოსახლეობისგან ჭარბი მოსავალი უნდა ჩაიბაროს და შემდეგ ექსპორტზე უკრაინაში გაიტანოს, საიდანაც მოგვიანებით მისი ევროპის ქვეყნებში რე-ექსპორტი განხორციელდება. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ფერმერებს და გლეხებს ექნება გარანტია, რომ აღნიშნული კომპანია სრულად ჩაიბარებს ჭარბ მოსავალს კონკურენტულ ფასად, უზრუნველყოფს მის დახარისხებას და დაფასოებას და საზღვარგარეთ უსაფრთოდ ტრანსპორტირებას, ხოლო დანაკარგების შემთხვევაში აანაზღაურებს ზარალს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ტიპის გარანტიები აუცილებელი არის გლეხებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ მეტი მოსავლის მოყვანის სტიმული.

პრემიერ--მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ქართველი ფერმერებისა და გლეხებისთვის დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა მოთხოვნის არასტაბილურობა ბაზრებზე, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს იწვევდა, ხოლო დღეიდან მათ მიერ მოწეული მოსავლის გასაღების გარანტი სახელმწიფო ხდება.

ვიდეოები „video20132"-ისგან