Quemmekh - ეპიტაფი

03/16/2016
Quemmekh-ის მიერ

https://open.spotify.com/artist/5X447...

ლირიკა:

დაე ჩემი ბოლო სიტყვა ,
განშორების ნიშნად ითქვას
წავალ თქვენგან მთვარეულად ,
მე ვუნდივარ თითქოს ქარს

ფანტასტიკურ შიშის ელდას
თვითმკვლელობის ბოლო სევდას
ვგრძნობ და ვყვირი ვხუჭავ თვალს ,
ვუერთდები მკვდართა რაზმს

არაფერი არ დარჩება
ეს სიზმარიც დამთავრდება
დრო გაქრება , დაბნელდება
მოგონება გადარჩება

ოჰ როგორმე წერილს მივწვდე
მინდა ბოლო სიტყვებს მივხვდე
ძირს დამხობილს სისხლი მბანს
გამოვატან ფიქრებს ქარს

მინდა მოგონება დარჩეს
თუ ვერ ნახავთ თქვენ ჩემ სახეს
ჩემი კვალი რომ არ გაქრეს
დაგიტოვებთ თქვენ ჩემ ნამღერს


არაფერი არ დარჩება
ეს სიზმარიც დამთავრდება
დრო გაქრება , დაბნელდება
მოგონება გადარჩება



#ქვემეხი