დისლექსია - არსებული სერვისები და გამოწვევები
საკლასო ოთახში არცთუ ისე იშვიათად ზის მოსწავლე, რომელსაც კითხვა უჭირს. ხშირად ეს არც სიზარმაცის გამოვლინებაა და არც ძალისხმევის ნაკლებობის. მიზეზი შესაძლოა დისლექსია იყოს. დისლექსია არის დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს კითხვაზე, სიტყვების ამოცნობასა და მართლწერაზე. კვლევების თანახმად, საქართველოში 6-11 წლის ასაკის დაახლოებით 50,000 ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს დისლექსია, თუმცა მათ უმეტესობას ჯერ კიდევ არ აქვს დადგენილი ეს დარღვევა. „საქართველოს დისლექსიის ასოციაციისა და დისლექსიის" ფონდის ინიციატივით, შაბათს, 18 ოქტომბერს, პირველად საქართველოში, გაიმართება კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც ნეიროფსიქოლოგები, ფსიქოლოგები და თერაპევტები იმსჯელებენ დისლექსიასთან დაკავშირებულ სერვისებსა და გამოწვევებზე. ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ისაუბრეს საქართველოს დისლექსიის ასოციაციის დამფუძნებელმა თამთა გობრონიძემ და ნეიროფსიქოლოგმა სალომე გამხიტაშვილმა.
მსგავსი ვიდეოები
დისლექსია – კითხვის უნარის დარღვევის სინდრომი
სხვა შუადღე
დისლექსია/“დილის არხი“/“რადიო იმედი,Radio Imedi
რადიო იმედი
დისლექსია/“დილის არხი“/“რადიო იმედი,Radio Imedi
რადიო იმედი
ბავშვი წერა კითხვას ვერ სწავლობს? დისლექსიაზე შეამოწმეთ
რჩევები ხელოვნური ინტელექტისგან
დისლექსია და წერის პრობლემები #shorts
კარავი • KARAVI
დისლექსია და ADHD
კარავი • KARAVI
"სიტყვების აწყობა" ვსწავლობთ წერას და კითხვას. ნაწილი #7
Open Gestalt
"სიტყვების აწყობა" ვსწავლობთ წერას და კითხვას. ნაწილი #8
Open Gestalt