სოფელ ორულუში ადგილობრივები კუთვნილი მიწით სარგებლობის უფლებას ითხოვენ.
სოფელ ორულუს მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობის განცხადებით უკვე წლებია საკუთარი მიწის სარგებლობის უფლება არ აქვთ. მათი თქმით სოფელში ერთადერთი საძოვარია, რომელიც უკანონოდ კერძო პირმა ზურაბ გვილავამ შეიძინა. ადგილობრივთა ყვებიან, რომ მათი შემოსავლის ძირითადი წყარო მესაქონლეობაა, საძოვარი, კი რომლის ფართობიც 32 ჰექტარია, ერთადერთი ადგილია სადაც პირუტყვი საძოვრად მიდის. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. საპროტესტო აქციაზე ზურაბ გვილავას წარმომადგენელი გელა ქუხილავა მივიდა. მისი თქმით სრული უფლება აქვთ მათ კუთვნილებაში არსებული მიწა დააამუშაონ, რის უფლებასაც მოსახლეობა წლებია არ აძლევს. მისი თმით მიწის ნაკვეთი გვილავამ კანონის სრული დაცვით გადაიფორმა. ადგილობრივ მოსახლეობასთან მათი ადვოკატი ნინო კვარაცხელიაც იმყოფებოდა, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივთა ინტერსებს იცავს. ადვოკატის თქმით საქმე ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაშია შეტანილი. საპროტესტო აქცია რამდენიმე საათში მას შემდეგ დაიშალა, რაც სამართალდამცველებმა ადგილობრივებს აცნობეს, რომ 2 კვირაში სოფლის რწმუნებულს შეხვდებიან, შეხვედრაზე მათი თქმით საკითხითის გადაჭრაზე იმსჯელებენ.
მსგავსი ვიდეოები
„ქართული ოცნების" ბრიფინგი
odishitv
ყოფილი მსჯავრდებულის წარმატებული ბიზნესიდეა
Radio Atinati
სოფელ ნარუჯაში მამამ შვილი მოკლა | მომხდარის ახალი დეტალები
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ინციდენტი კაშხალზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფელ ცედანის ტყეში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გრიგოლ ვაშაძე საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფელ საკორინთლოსთან რუსი ოკუპანტები მორიგ უკანონო საგუშაგოს...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
შევარცხვინე ანაფორაში გახვეული მღვდლები რომ არიან [Video]
samkhretis karibche