სრულად /2030 (15.06.2016.)/

06/16/2016
2030 Official-ის მიერ

✔ანგელა მერკელისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა, ერთობლივი პრესკონფერენცია და გერმანიის კანცლერის გზავნილები საქართველოს. როგორ შეაფასა ანგელა მერკელმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიღწევები, რუსეთთან ურთიერთობისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები?! დაუჭერს თუ არა მხარს გერმანია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს და მიიღება თუ არა გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ?! - პრემიერის ვიზიტის დეტალებითა და გერმანიის კანცლერის მთავარი გზავნილებით - მიშა ფეიქრიშვილი გერმანიიდან.

✔ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მედიის წარმოამდგენლებთან და ყოფილი პრემიერის მთავარი გზავნილები. რატომ გააქტიურდა ყოფილი პრემიერი წინასაარჩევნო პერიოდში?! რას ფიქრობს საკუთარ გუნდზე და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების”შანსზე?! როგორ უპასუხა ყოფილმა პრემიერმა პრეზიდენტზე, პაატა ბურჭულაძეზე, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესზე, სამართლიანობის აღდგენასა და ეკონომიკაზე დასმულ კითხვებს?! ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილებით - თამარ წიკლაური 2030-ში.

✔რა ჩვენება მისცა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლოს, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით?! ჰქონდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს გელაშვილის მიმართ წყენა და სურდა თუ არა მისი დასჯა?! რა დავალება მისცა ექსპრეზიდენტმა ირაკლი ოქრუაშვილს შეხვედრაზე?! ესწრებოდა თუ არა შეხვედრას ვანო მერაბიშვილი და რა პოზიცია ჰქონდა მას?! ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჩვენების დეტალებით - ბელა ზაქაიძე 2030-ში.

✔ბათუმში ტურისტული სეზონი დაიწყო. როგორ ხვდება ქალაქი საზღვაო სეზონს?! საიდან ჩამოვიდნენ ტურისტები?! რას ამბობენ სტუმრები მომსახურების, ფასის, პარკინგისა და ინფრასტრუქტურის შესახებ?! რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ბათუმში?! უშლის თუ არა ხელს ტურისტებს მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და როდის გეგმავს ქალაქის ხელმძღვანელობა სამუშაოების დასრულებას?! - ნახეთ სოფო ჟღენტის რეპორტაჟში.

✔ზაზა დარასელის სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში და ზვიად თხელიძის სახელობის პრიზი ყველაზე კორექტულ გუნდს. რომელი ტელეკომპანიების გუნდები იღებენ მონაწილებას ტურნირში?! რა პრიზებია დაწესებული, საუკეთესო მოთამაშის, მცველისა და თავდამსხმელის ნომინაციებისთვის?! ვის დაუპირისპირდა ტელეკომპანია GDS-ის გუნდი და რა ანგარიშით დაამარცხა მეტოქე?! ზაზა დარასელის სახელობის ტურნირის დეტალები - ნახეთ რეზი ხუციშვილის რეპორტაჟში.
დღეს, 15 ივნისს \"2030\" 20:30 საათზე, GDS-ზე

✔იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და ოპოზიციის შეფასებები 2030-ში.

- რა ცვლილებებს ითვალისწინებს იუსტიციის სამინისტროს მიერ, პარლამენტისთვის დაჩქარებულ რეჟიმში წარდგენილი ინიციატივა და რატომ ეწინააღმდეგება ცვლილებებს “ეროვნული ფორუმი”?! არსებობს თუ არა არჩევნებზე პროვოკაციების განმეორების საფრთხე და საჭიროა თუ არა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების ყოფნა?! -“ეროვნული ფორუმის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, სოსო ვახტანგაშვილი 2030-ში.

- რა პოზიცია აქვს “თავისუფალ დემოკრატებს” საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით?! საჭიროა თუ არა პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად ცვლილებების მიღება და რა უნდა გაკეთდეს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩასატარებლად?! - “თავისუფალი დემოკრატების” წევრი, ზურაბ აბაშიძე 2030-ში.

✔ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივა და ანგელა მერკელის გზავნილები საქართველოს, პრემიერის ვიზიტის დეტალები და ოფიციალური თბილისის შეფასებები 2030-ში.

- რა საკითხებზე გააკეთა აქცენტი საქართველოს პრემიერმა და რა იყო გერმანიის კანცლერის მთავარი გზავნილი?! როგორ შეაფასა ანგელა მერკელმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიღწევები და რუსეთთან ურთიერთობის საკითხი?! როგორ აღიქვა ოფიციალურმა თბილისმა გერმანიის კანცლერის განცხადება, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასთან დაკავშირებით და რას ითვალისწინებს საქართველოსთვის სპეციალურად შექმნილი პაკეტი?!
როგორ შეიძლება შეფასდეს პრემიერის ვიზიტი და რა კონკრეტულ შედეგებს ელის საქართველო?! - 2030-ის შეკითხვებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი უპასუხებს.

✔ჯავახურ-ევროპული ყველი - ნახეთ ზვიად თხელიძის საავტორო რეპორტაჟი დღეს 2030-ში.

ვიდეოები „2030 Official"-ისგან