"ქრისტიანული ცხოვრება მამათა ფსიქოლოგიის ჭრილში" • შეხვედრა პროფესორ კონსტანტინე კორნარაკისთან

10/22/2020
M.A.H-ის მიერ

6 ოქტომბერს, 20:30 სთ-ზე, ათონის დარბაზის\" (www.atonisdarbazi.ge) ორგანიზებით შედგა ათენის კაპოდისტრიასის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ კონსტანტინე კორნარაკისთან დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან და ტაძრის სამრევლოსთან.
პროფესორი კორნარაკისი არის, ცნობილი თეოლოგი მართლმადიდებელი სამყაროსთვის.
მისი კვლევის უშუალო საგანია: ასკეტ (ისიქასტ) მამათა თეოლოგია, მოღვაწე მამათა ფსიქოლოგია, ქრისტიანული ეთიკა, ბიოეთიკა, სამოძღვრო ღვთისმეტყველება.
▫️შეხვედრის თემა იყო \"ქრისტიანული ცხოვრება მამათა ფსიქოლოგიის ჭრილში\"
▫️შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო პროფესორი კონსტანტინეს სიტყვას. მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა;
▫️შეხვედრა დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა, მოიცავდა მრავალრიცხოვან მონაწილეებს და ძალიან ნაყოფიერი იყო.============= www.AtonisDarbazi.ge ==========\r
\r
შეგახსენებთ, შეხვედრები და ღონისძიებები იმართება სისტემატურად. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს.

ვიდეოები „M.A.H"-ისგან