(ქალაქის გამოცდა) ჩაჯდომა და წესები 1/2

05/31/2022

რეკლამის თაობაზე მომწერეთ
[email protected]
🚗🚦
📘facebook ავტო ინსტრუქტორი
  / avto.instruq.  .
🎼tiktok @avtoinstruqtori
https://vm.tiktok.com/ZSJhf8yVu/
📘 Დახმარების ჯგუფი facebook
  / 44771.  .
👻ავტოსკოლა ემსი👻
☎ 0322 05 08 00 📞
www.emsi.ge


დოკუმენტები :

გამოცდის პირველი ეტაპი თეორიული ნაწილია და გამოცდამდე გასასვლელად საჭიროა შემდეგი დოკუმეტები:

პირადობის მოწმობა;
ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა IV 100/ა);
სმს შეტყობინება თეორიული გამოცდის რიგის დაჯავშნასთან დაკავშირებით.
17 წლის პირს, ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა დამატებით ესაჭიროება:

დაბადების მოწმობის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი
მშობელი ან მშობლის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა
საჯარო სკოლის ან ავტოსკოლის მოწმობა


მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა



პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ, 30 კალენდრული დღის განმავლობაში.

გამოცდის დაწყებამდე B კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველს 100 ქულა ენიჭება და გამოცდის ჩასაბარებლად მხოლოდ 39 საჯარიმო ქულის მიღების უფლება აქვს. საბოლოოდ მინიმუმ 61 ქულის დასაგროვებლად კანდიდატს საგამოცდო მოედანზე შემდეგი მოქმედებების შესრულება სჭირდება:

· პარალელური პარკირება;

· უკუსვლით პარკირება;

· ზიგზაგი;

· შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანი;

· რვიანი;

· აღმართიანი უბანი.


პრაქტიკული გამოცდა რეალურ გარემოში


პრაქტიკული გამოცდის პირველი ნაწილის წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატს 365 კალენდრული დღის განმავლობაში შეუძლია გამოცდის მომდევნო ნაწილის ჩაბარება. გამოცდის ეს ეტაპი არა საგამოცდო სივრცეში, არამედ რეალურ გარემოში, სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე ავტომობილით გადაადგილებას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად ეს გულისხმობს მოძრაობას:

დაუსახლებელ პუნქტში;
დასახლებულ პუნქტებში, გზებზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით;
ავტომაგისტრალზე ან სხვა მსგავს გზაზე ან ისეთ გზაზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით

ვიდეოები „ავტო ინსტრუქტორი"-ისგან