\"საარჩევნო ადმინისტრაციას კი თანამშრომლები ტოვებენ, თამარ ჟვანიასთან თანამშრომლობა არ სურთ მათ, ვინც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ\" - ამ ტექსტით იწყებს \"მთავარი არხი\"-ს წამყვანი ამბის მოყოლას მაყურებლისთვის და აუწყებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ერთ-ერთმა თანამშრომელმა დატოვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი მრავლობით ფორმაში საუბრობს, თითქოს ადმინისტრაცია არა ერთმა, არამედ მრავალმა ადამიანმა დატოვა, მაგრამ ამბიდან ჩანს, რომ ეს არის მხოლოდ ერთი ადამიანი, ივანე ბურდული, რომელიც თავის მხრივ \"ნაციონალური მოძრაობის\" წევრებთან საკმაოდ დაახლოებული პირია. \"მთავარი არხი\"ივანე ბურდულის ფოტოსაც აჩვენებს , თუმცა მის გვერდით მდგომი დიმიტრი შაშკინი, რატომღაც არ გამოაჩინა და დაბურული ფორმით აჩვენა.
MPN.GE- მარშალპრესი
მოიწონე ჩვენი გვერდი ფეისბუქზე: https://www.facebook.com/marshalpress...
MPN.GE- მარშალპრესი
მოიწონე ჩვენი გვერდი ფეისბუქზე: https://www.facebook.com/marshalpress...