ძმები კაკულიების სასამართლო

5 თვის წინ

არაყიშვილზე ორი ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებული ძმებ დავით და გურამ კაკულიების სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში უნდა განახლდეს. მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება, როდესაც მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. ბრალდების მხარეს 150 მოწმე ჰყავს დასაკითხი და სამი ექსპერტიზის დასკვნა უდევს საქმეში. დაცვის მხარემ წინა სხდომაზე რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, რაზეც გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება. დავით და გურამ კაკულიებს არაყიშვილზე ორი ახალგაზრდის დაჭრის გარდა, საზღვრის უკანონო კვეთა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედებათ ბრალად. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან