შეხვედრა თემაზე: "ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობა" (კონფლიქტიდან 25 წელი)
12/04/2018
Simon Nozadze-ის
მიერ
2018 წლის 26 სექტემბერს, 12:00 სთ_ზე, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველებისა“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა თემაზე: „ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობა“ (კონფლიქტიდან 25 წელი).
„25 წლის წინათ დატრიალდა ეს ტრაგედია და ამ გადასახედიდან ქართველებიც და აფხაზებიც ვხედავთ რა მივიღეთ. ეს დიდი ტრაგედია იყო ახლადფეხადგმული ქართული სახელმწიფოსთვისაც, როდესაც მას ტერიტორია ძალით ჩამოაჭრეს, დროებით რა თქმა უნდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ აფხაზებიც სხვა რამეს ელოდნენ და სხვა რამე მიიღეს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ კონფერენციის გახსნისას.