ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მოინახულა 3
03/30/2019
ინტერნეტგამოცემა ლიდერი-ის
მიერ
ბიძინა ივანიშვილი ქალაქ ზუგდიდს ესტუმრა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მოინახულა.
ამჟამად ტაძარში ქვის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. საკათედრო ტაძარში გადახურვის და მოხატვის სამუშაოებია ჩასატარებელი, ასევე ასაშენებელია სამრეკლო, მოსაწესრიგებელია ტაძრის ეზო.
ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივებს ტაძრის სამშენებლო სამუშაოების დასრულებაში დახმარება აღუთქვა.
,,მე მგონი რომ ეს არის ნიმუში. ჩვენს ეკლესიას ისტორია აქვს და ეს ეკლესია ულამაზესია. ამაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. ერთი მილიონი ვთქვი , მაგრამ არ შევჩერდები, ამაში მონაწილეობას სიამაყითაც მივიღებ“ ,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მშენებარე საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება 2011 წლიდან მიმდინარეობს. ტაძარს 15 ივლისს ათასობით პილიგრიმი საქართველოდან და უცხოეთიდან სტუმრობს. ამ დღეს (ვლაქერნობას), მომლოცველებს საშუალება აქვთ ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართი მოილოცონ.
ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი სამების შემდეგ ახალაშენებულ ტაძრებს შორის სიდიდით მეორე ადგილზეა.
FB: საინფორმაციო სააგენტო \"ლიდერი\"
WEB: http://LID.GE