Quemmekh Featuring Andro Dadiani - გადამწვარ ბაღებს

02/27/2024
Quemmekh-ის მიერ

Lirika;

(andro)
ქალაქში ჩემსავით უცხო და დევნილი
თენდება დღე სითბოს ჩამორჩენილი
ეს მაშინ როცა ცაზე ღრუბლები
ცაზე ღრუბლები ვერსალს გავს

თბილისის დანგრეულ სახლების ჩრდილში
მე ჩემი ჩრდილი დამეკარგა
პატარა იმედით პატარა ძაღლით
პატარა ბიჭი დამეკარგა
პატარა იმედით პატარა ძაღლით
პატარა ბიჭი დამეკარგა

(sandro)
რიტორიკული რიტუალები
პოლიტიკური სიავე
ვერ ავაშენე მაგისტრალები
ყველგან დავიგვიანე
მარტო დარჩენის ტრადიციები
და სიჩუმის სიამე
შენამდე მშვიდად მოვედი
აუღელვებლად ვიარე
რიტორიკული რიტუალები
პოლიტიკური სიავე
გაჟიმე პატრიარქები
სინათლეს აზიარე

ამ დამწვარ ქუჩებს
ამ დამწვარ ბაღებს
როგორ ვუშველი, მითხარი
მითხარი რამე

(andro)
მშვენიერ სიზმრებს შენ ალბათ ხედავ, რომელიც
იწყება თითქმის არასდროს.
ჯიბით გამხმარი ლავაში დამაქვს თუ გნახე გაჭმევ გაგათბობ.

(sandro)
მშვენიერ სიზმრებს შენ ვეღარ ხედავ მე გესიზმრები
და ვეღარ იცლი ვიცი შენ აღარ გახსოვს ვიცი
შენ ვეღარ იცლი ვიცი სულ ჩემთან გინდა ვიცი

ამ დამწვარ ქუჩებს
ამ დამწვარ ბაღებს
როგორ ვუშველი, მითხარი
მითხარი რამე

ამ დამწვარ ქუჩებს
ამ დამწვარ ბაღებს
როგორ ვუშველი, მითხარი
მითხარი რამე

@androdadiani7337 შემოქმედებითი კარიერა 2017 წელს დაიწყო. მისი ნამუშევრები ძირითადად სოციალური თემების კვლევას ეთმობა და რეფლექსირებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მწვავე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ დილემებზე. ხელოვანი საკუთარ თავს პერფორმანს არტისტს და პოეტს უწოდებს და მუშაობს სხვადასხვა მედიუმებში მათ შორის ინსტალაცია, ფოტოგრაფია და ქანდაკება.

Directed By A.


#ქვემეხი
#ანდროდადიანი