ალლაჰმა შექმნა ზეცა თავისი მანათობლებით
3. რომელმაც გააჩინა შვიდი ზეცა სართულებად. ვერ იხილავ მოწყალის გაჩენილში ვერავითარ შეუსაბამობას. მაშ, აღაპყარი მზერა, განა ხედავ ღიობს? 4. შემდეგ კვლავ აღაპყარი მზერა და მზერა დაბრუნდება შენთან გაოცებული და დამცირებული. 5. და ვფიცავ, შევამკეთ უახლოესი ზეცა მანათობლებით და დავადგინეთ იგი ჩასაქოლად ეშმაკთათვის და გავამზადეთ მათთვის სასჯელი აალებული ცეცხლის. 6. ხოლო იმათთვის, რომელთაც უარყვეს თავიანთი ღმერთი, სასჯელი ჯოჯოხეთის. და რა საზარელი ფინიშია! 7. როცა ჩაგდებულ იქნებიან მასში, შემოესმებათ მისი დუღილის საშინელი ხმა, 8. სადაცაა გასკდეს მძვინვარებისგან. ყოველჯერზე, როცა ყრიან მასში ჯგუფებს, ეკითხებიან მათ მისი მცველები: განა არ მოსულა თქვენთან შემგონებელი? 9. პასუხობენ: დიახ, მოგვევლინა შემგონებელი, მაგრამ ცრუდ შევრაცხეთ და ვუთხარით: „არ გარდმოუვლენია ალლაჰს არაფერი, თქვენ მხოლოდ დიდ გზააბნევაში ხართ“. 10. და კიდევ ამბობენ: „რომ ვყოფილიყავით შემსმენნი და მოგვეხმო გონებისთვის, არ ვიქნებოდით ცეცხლის ბინადარნი“. 11. ამგვარად, აღიარეს თავიანთი ცოდვები. დაე, მოიშთონ ცეცხლის ბინადარნი! 12. უეჭველად, რომელნიც შიშობენ თავიანთი ღმერთისგან უხილავად, სწორედ, მათთვისაა მიტევება და საზღაური დიდი . (მულქის სურა 67/3-12 ყურანი) • შემოგვიერთდით ჯგუფში "მე მიყვარს ისლამი" facebook-ზე https://m.facebook.com/memikvarsislam... odnoklassniki-ზე http://odnoklassniki.ru/group53046554... youtube-ზე / @user-hd8hv1ro1i İnstagram-ზე memiqvarsislami ან მე მიყვარს ისლამი I Love ISLAM
მე მიყვარს ისლამი-ის სხვა ვიდეოები
00:17
მათ ისე უყვართ ისინი, როგორც უნდა უყვარდეთ ალლაჰი
03:46:36
სურა მე-2 „ბაყარა“
02:36
ღმერთს შეიძლება ცხოველად გავეჩინეთ
02:01
რა უფლებები აქვთ ებრაელებს და ქრისტიანბეს ისლამში
01:13:41
წმ. მარიამი მე-8 ნაწილი
09:51
აბისინიაში გადახიზნული მუსლიმები და დღევანდელი სა...
05:54
მათ გამოქვაბულში 300 წელი ეძინათ....
09:16
მუსლიმებსა და ქაფირებს შორის პირველი ბრძოლა
მსგავსი ვიდეოები
შეიხ საალიჰ ალ-აფგან ალლაჰმა დაიფაროს ის, შეიძლება მშობლისთვ...
და'ვათუ ას-სალაფია
შეიხ აბდულაზიიზ ბინ ბააზ ალლაჰმა შეიწყალოს ეს დრო მოთმინები...
და'ვათუ ას-სალაფია
შეიხ სულეიმან რუჰაილი ალლაჰმა დაიფაროს ის, ნაჩქარევი გადაწყვ...
და'ვათუ ას-სალაფია
ვინც იმით არ განსჯის, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა
ისლამის სკოლა
სიკეთის მქმნელთა საყურადღებოდ !
მე მიყვარს ისლამი
შეგონება მუსლიმ ძმებს!#ისლამი#მოწოდება#geomuslim#tavhid#Alla...
აბუ ჰურეირა
მორწმუნეებმა მხოლოდ ალლაჰს მიენდონ !
მე მიყვარს ისლამი
განკითხვის დღის 50 ნიშანი
ალ ჰიდაია