მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე - 3 მაისი

05/04/2021
გუნდი 51-ის მიერ

3 მაისი მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა, რომელსაც საქართველოც უერთდება.

«გუნდი 51” აგრძელებს მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და პრესის თავისუფლების ხარისხზე გვესაუბრება იურისტი და ადვოკატი, მედიასამართლის სპეციალისტი თამთა მურადაშვილი. მედიის როლი უმნიშვნელოვანესია მშვიდობიანი, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოების შექმნაში. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად” ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ასევე თავისი მისაზრება ზეპირი, წერილობითი და სხვა ფორმით.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია, ცენზურა დაუშვებელია.”მსოფლიო თანამეგობრობამ თითოეული სახელმწიფოს მთავრობას პრესის თავისუფლების უზრუნველყოფისა და დაცვისკენ მოუწოდებს. გაერო-ს გენერალურმა ანსამბლეამ შეახსენა მთავრობებს , რომ მათი მოვალეობაა პატივი სცენ და დაიცვან გამოხატვის თავისუფლება, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით არის გარანტირებული. ეს დემოკრატიისა და განვითარების მთავარი პრინციპია.

გუნდი 51 ქართულ მედიას საკუთარი პროფესიული მოვალეობების წარმატებით შესრულებას უსურვებს.

#გარემოსთვის