სტანისლავსკი 50 ჩანაწერი

11/19/2020
RadioKino 2020-ის მიერ

თავი 7 - ნაკვეთები და ამოცანები
(46-50 ჩანაწერი)
მე - 7 თავი ინტერნეტში განთავსებით გადავაბიჯეთ რუბიკონს ანუ ამ საინტერესო წიგნის ნახევარი დავძლიეთ.
იმედია შობამდე სრულად მოვრჩებით მის აუდიო ფორმატში გადაყვანას.
ამ თავის ყველა ჩანაწერი კვირის მანძილზე აქ განთავსდება და ასევე სხვა დამატებით ინტერნეტ რესურსებზე, რომელთა ლინკები ქვემოთაა მოცემული.
ვისაც სურს დაეუფლოს სამსახიობო ხელოვნებას ან ვისაც აქვს ინტერესი გაეცნოს ამ ურთულეს პროფესიას და ეზიაროს მისი დაუფლების გზებსა და ანბანს, შეუძლია მოუსმინოს ჩვენს მიერ მომზადებულ აუდიო წიგნს \"მსახიობის მუშაობა საკუთარ თავზე\", პროფესიულ დონეზე ამ დარგის ყველა ნიუანსის შემკრების და სისტემად ჩამომყალიბებელის, უდიდესი მსახიობის და თეატრალური რეჟისორის კონსტანტინე სტანისლავსკის ნაშრომს, რომელზეც აღიზარდა უამრავი უდიდსესი მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი.
წიგნი საკმაოდ დიდია (500 გვერდზე მეტია, ქართული თარგმანი გამოიცა 1949), თუმცა თხრობის ფორმა საინტერესოა და ადვილად აღსაქმელი.
ის, უფრო ახალგაზრდულ რომანს მოგაგონებთ, ვიდრე სამეცნიერო ჩანაწერს, გადატვირთულს გაუგებარი ტერმინოლოგიით.
წიგნი ყველასათავის გასაგები, სასაუბრო ენითაა დაწერილი, ბევრი დიალოგია, სიუჟეტიც დინამიურად ვითარდება, ამიტომ ადვილად იკითხება და ისმინება.
ჩვენი გვერდი YOUTUBE – https://www.youtube.com/results?searc...\"RadioKino2020\"
ჩვენი გვერდი FACEBOOK –   / radiokino2020  
ჩვენი გვერდი MYVIDEO.GE - https://www.myvideo.ge/c/search?srch_...
ჩვენი გვერდიSOUNDCLOUD -   / 1-1