zafxuli chvens ubanshi
ზაფხული ჩვენს უბანში - ამ სახელწოდების კონცერტი გამართეს 22 ივლისს, ბათუმში, მაქაცარიას ქუჩაზე მცხოვრებმა ბავშვებმა და დამსვენებლებმა. მსგავსი დღესასწაულები „მანთაშევის“ უბანში მცხოვრებთათვის უცხო არაა. საღამოობით, უფროსების გასახალისებლად გამართული კონცერტები, "იტალიურ ეზოში" მცხოვრები ბავშვების საყვარელი გასართობია. ბათუმურმა წვიმამ საკონცერტო პროგრამაში კორექტირება შეიტანა, თუმცა ბავშვების მონდომებისთვის ხელი არ შეუშლია და მათი მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა. მარიამ გოგიტიძემ და ელისაბედ მიქელაძემ საკუთარი ნახატები გამოფინეს, მარი ადეიშვილმა და თეკლა ნუცუბიძემ წარმოთქვეს ლექსები, ნინო და მარიამ გოგიტიძეებმა ლათინო-ამერიკული ცეკვები, ყველამ ერთად კი-ცნობილი საბავშვო სიმღერები, ბოშური და აჭარული ცეკვები შეასრულეს. ღონისძიების ყველაზე პატარა მონაწილე (მარი ადეიშვილი) 4 წლისაა, უფროსი (ნინო გოგიტიძე) კი 12 წლის. უბანში მცხოვრები სხვა ბავშვები მორცხვობის გამო, სცენაზე არ გამოდიოდნენ, თუმცა კონცერტის მონაწილეებს მხარში ედგნენ და მათთან ერთად აგვარებდნენ სხვადასხვა საკითხებს, რაც საკონცერტო პროგრამის შედგენაში, სტუმრების მოწვევასა და აფიშების დამზადება-გაკვრაში გამოიხატა. მაყურებლებმა ბავშვების მონდომებას მაღალი შეფასება მისცეს და წახალისების მიზნით, სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს. ჟიურის თავმჯდომარე ლამზირა აფაქიძემ, აქტიურ მონაწილეებს წითელი ფერის, დანარჩენებს კი მწვანე ფერის ფურცლებზე დაბეჭდილი სიგელები გადასცა. მსგავსი კონცერტები მაქაცარიას 5 ნომერში ხშირად ტარდება. ორგანიზატორები გეგმავენ, რომ ღონისძიება უბნის ფარგლებს გასცდეს და ყოველ ზაფხულს, ბევრი ბავშვების მონაწილეობით ჩატარდეს.
gogita gogitidze-ის სხვა ვიდეოები
01:14
საშრობი
03:40
პლენარული სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში
37:48
ჩემი ცხმორისი
02:46
საახალწლო ზეიმი დედათა და ბავშვთა ცენტრში
02:00
საკონსტიტუციო კომისიის პირველი შეკრება
03:49
ტანსაცმლის საშრობი
03:35
უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის ფინანსთა...
00:58
2-დღიანი უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ხელვ...
მსგავსი ვიდეოები
ნინი ბადურაშვილი, ანატოლი ბოისა და რუსკა შვილებთან და გია ჯა...
TV IMEDI
ცხოვრება მშვენიერია
ZURA TURQADZE
ukanaskneli zafxuli qartulad, უკანასკნელი ზაფხული ქართულად -...
turquli serialebi
Masteri \u0026 ABI - Zafxuli Movida
Masteri
აგნესა - ზაფხული / Agnesa - Zafxuli
Exclusive TV Music Official
პანიკა - ზაფხული || Panika- Zafxuli
პანიკა
უკანასკნელი ზაფხული ქართულად ყველა სერია / ukanaskneli zafxu...
თურქული სერიალები
თინანო ჩაბიჩაძე – ბასტი ბუბუ – მოვიდა ზაფხული მხიარული
Marika Sarjveladze