Tevri - Khemkhvaia

10/24/2020
IRCTP TSC-ის მიერ

ტევრი Tevri Ensemble is a choir joining together enthusiasts of Georgian singing, music and dancing. ტევრი Tevri Ensemble was founded in 2017, and it is based in Helsinki, Finland. Tevri ტევრი is an old and poetic Georgian word for forest.

The repertoire of ტევრი Tevri Ensemble consists of wider range of genres such as table songs, ceremonial songs, healing songs, calendar songs (many of them are believed to be songs from the pre-Christian era), and Byzantine liturgical hymns. ტევრი Tevri Ensemble rehearses under the leadership of ethnomusicologist and vocal instructor, Ph. D. Nana Mzhavanadze. Internationally known teacher of Georgian music, Ms. Mzhavanadze originates from the area of Guria in Georgia. She visits Finland regularly.

ტევრი Tevri Ensemble has 12 members. Joining the choir does not require former knowledge of choir singing or Georgian music. Choir members learn songs both communally and independently, and learning is mainly based on auditive learning. In addition to the Georgian language, ტევრი Tevri Ensemble also sings in Mingreli, Lazi and Svani.

Apart from Finland, the members of Tevri Ensemble have attended events and workshops of Georgian music also in Georgia, Scotland, Belgium and Germany. Internationality and cultural exchange are an integral part of the activity. Events of Georgian music held in Finland have attracted enthusiasts of Georgian singing also from other countries: Great Britain, Scotland, Belgium, France, Canada and Norway.

ანსამბლი „ტევრი“, რომელიც 2017 წელს შეიქმნა ფინეთში, ჰელსინკში, ქართული ტრადიციული მუსიკის მოყვარულებს აერთიანებს. ტევრი დაბურულ ტყეს ნიშნავს და ძველი პოეტური შეფერილობის სიტყვაა.

„ტევრის“ მრავალფეროვანი რეპერტუარი მოიცავს სხვადასხვა ჟანრის, კერძოდ, სუფრულ, სარიტუალო, სამკურნალო, კალენდარულ სიმღერებს, რომელთა გარკვეული ნაწილი ქრისტიანობამდელ პერიოდს განეკუთვნება, ანსამბლი, აგრეთვე ასრულებს ქრისტიანულ საეკლესიო საგალობლებს. „ტევრის“ რეპეტიციები ტარდება ეთნომუსიკოლოგ, ხელოვნებათმცოდეობის დოქტორ ნანა მჟავანაძის მენტორობითა და კონსულტაციების მიხედვით. ნანა მომღერალთა ტრადიციულ ოჯახში აღიზარდა გურიაში, დასავლეთ საქართველოში. იგი ფართო პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა საზღვარგარეთ და ამ მიზნით რეგულარულად სტუმრობს ფინეთსაც.

„ტევრი“ 12 წევრისაგან შედგება. ანსამბლის წევრობა არ ავალდებულებს ქართული მუსიკის წინასწარ ცოდნასა და მღერის გამოცდილებას. გუნდის წევრები სიმღერებს ეუფლებიან როგორც ჯგუფური შეკრებებისას, აგრეთვე დამოუკიდებლადაც, ხოლო მეთოდოლოგია, ძირითადად, სიმღერების ჩანაწერების მოსმენას ემყარება. ქართულთან ერთად, „ტევრი“ აგრეთვე ასრულებს სხვა ქართველურენოვან, კერძოდ მეგრულ, ლაზურ და სვანურ სიმღერებს.

ფინეთის გარდა, ანსამბლ “ტევრის” წევრები აქტიურად მონაწილეობენ ქართული სიმღერის ვორქშოფებში საქართველოში, შოტლანდიაში, ბელგიასა და გერმანიაში. საერთაშორისო კულტურული გაცვლითი აქტივობები ანსამბლის საქმიანობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ფინეთში გამართული ღონისძიებების შედეგად ქართულმა სიმღერამ არამარტო ფინელები, არამედ უცხოელებიც მოხიბლა და მისი შესწავლით დაინტერესებული ენთუზიასტები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის შოტლანდიიდან, ინგლისიდან, ბელგიიდან, კანადა, საფრანგეთიდან და ნორვეგიიდან შეკრიბა და გააერთიანა.

This video was submitted to IRCTP to help celebrate their 10th Anniversary International Symposium on Traditional Polyphony at a time when COVID-19 was sweeping the world, bringing international travel to a standstill. Many of the videos were compiled into a one hour virtual concert to conclude the Symposium. It can be viewed at    • International Choirs Concert, 10th An...