კენჭისყრა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე

თვითმმართველობის არჩევნები ორ ოქტომბერს ცესკო-ს განახლებული შემადგენლობის და ახალი თავმჯდომარის პირობებში ჩატარდება. ცესკო-ს მომავალ ხელმძღვანელს პარლამენტი ხვალ აირჩევს. წარდგენილია გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები. პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე სამი კენჭისყრით ვერ აირჩია, ამიტომ ხვალ კანდიდატს მეოთხედ უყრიან კენჭს, სადაც თავმჯდომარის დასამტკიცებლად უბრალო უმრავლესობა, 76 ხმა იქნება საკმარისი, შესაბამისად მის დამტკიცებას ოპოზიციის ხმები არ დასჭირდება. არჩეული კანდიდატი ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტს ექვსი თვით დაიკავებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები