„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“

09/29/2022
TV IMEDI-ის მიერ

▪„მგონი, ყოველ ჯერზე, ჩვენგან ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების შემდეგ, ბევრი რამ გამართლდა - პროცესი, რომელიც მეორე ფრონტს უკავშირდება, სხვადასხვა აქტორითა და ინფორმაციით, სულ უფრო მისახვედრი გახდა“
▪„ინფორმაციები იმის შესახებ, თუ რა ზეწოლა იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, რა შეთავაზებები არსებობდა ომის დაწყების პერიოდში, ახლა მჟღავნდება“
▪„ვაშაძე განცხადებებს საკუთარი ინიციატივით არ აკეთებს, ის დავალების შემსრულებელია“
▪მიხეილ ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: თუ ეს ადამიანები შემსრულებლები არ არიან, რატომ არ ემიჯნება აშშ-ის საელჩო მათ განცხადებებს და რატომ ახალისებს?
▪„ჩვენ ყველაზე კარგად გვიგებენ ჩვენი მოქალაქეები - საქართველოს ხელისუფლებამ და ჩვენმა ქვეყანამ ბეწვის ხიდზე გაიარა, საქართველოს მოქალაქეებმა ეს ძალიან კარგად აღიქვეს, მაგრამ გარემო მაინც ისეთია, რომ გარეშე დამოკიდებულებისგან თავს მაინც ვერ ვითავისუფლებთ“
▪„პირველი, რაზეც უნდა ვიფიქროთ, არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი და მდგომარეობა“
▪მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის საელჩოზე: ჩვენს წერილებში დასმულ კითხვებზე პასუხების არ გაცემა უფრო აზიანებს პარტნიორთან ურთიერთობას, თუ ჩვენ მიერ დასმული კითხვები?
vმიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის საელჩოს: რას ნიშნავს ეს ორმაგი სტანდარტი? რას ნიშნავს, როცა თქვენი გადასახადებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას რევოლუციის მოწყობით ემუქრებიან?!
▪„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“

ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed...
ტელეკომპანია \"იმედის\" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial  

© Teleimedi LLC 2022