პირველი ნაკვეთი
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტი
15.05.2022 წ., 21:30-23:00 სთ.
პროფ. გია კვაშილავას სამეცნიერო მოხსენება თემაზე „პროტოქართველების, პროტოქართველური კულტურისა და ენის, კრეტული იეროგლიფური, A და B კლასის ხაზოვანი წარწერების შესახებ (მიმოხილვა, ძირითადი შედეგები)“
ქართული სახელმწიფოებრიობის ოთხიათასწლოვანი თარიღის განსაზღვრისათვის
მოხსენების ზოგადი დახასიათება:
შრომა ინტერდისციპლინური კვლევა-ძიებაა, რომელიც ეხება ქართული სახელმწიფოებრიობის ოთხიათასწლოვანი თარიღის განსაზღვრას.
მომხსენებლის მიერ შესწავლილ-გაშიფრულია წინარეისტორიული (ისტორიამდელი) ხანის სამხრეთი კავკასიის, სამხრეთი ევროპის, მცირე აზიისა და შუამდინარეთის რეგიონებში აღმოჩენილი წერილობითი და არაწერილობითი ძეგლები. აგრეთვე წარმოდგენილია მასალა წერის ხელოვნებისა და დამწერლობის, ეკონომიკურ-მათემატიკური აღრიცხვა-ანგარიშის სისტემების წარმოშობისა და განვითარების შესახებ.
მოხსენებაში გამოყენებულია ლინგვისტური, ისტორიული, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, პალეოგრაფიული, ეთნოგრაფიული, ეკონომიკური, მათემატიკური და გენეტიკური მასალები, რომლებიც გამოქვეყნებულია შესაბამისი დარგის სპეციალისტებისა და მომხსენებლის პუბლიკაციებში.