კორონავირუსის პანდემიის ფონზე, როცა გლობალურად მსოფლიო ეკონომიკა სერიოზულ კრიზისში შედის, ქვეყნები პრაქტიკულად გადარჩენისთვის იბრძვიან. გადარჩენა კი ამ დროს პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკის ამუშავებასთან, ახალი ინვესტორების მოზიდვასთან და მათთვის საუკეთესო პირობების შექმნასთან - აქ მართლაც არის და კიდევ უფრო გამძაფრდება კონკურენცია. სად არის ამასობაში საქართველო? მსურს ვისაუბრო ინვესტიციებზე, რომლის ტოტალური დეფიციტი საბოლოო ჯამში გახდა მთავარი განსმსაზღვრელი ბევრი პრობლემისა ქვეყნის ეკონომიკისთვის, რაც ბოლო წლების მის ინერციულ განვითარებას, ლარის კურსის არასტაბილურობას, ჩვენი ცოდნის და ცნობიერების მეტ გაღარიბებას უკავშირდება. განვითარების არარსებული გეგმა სასამართლო სისტემის არარსებობის ფონზე, მყისიერად ისახება ინვესტიცების უარყოფით მაჩვენებელზე,რაც ბუმერანგის პრინციპით ან გენბავთ სარკისებრი აისახა ლარის კურსზე და ეკონომიკის ყველა სხვა პარამეტრზე. საქართველოს წლების განმავლობაში მოჰქონდა თავი და წარმატებით აპოზიციონირებდა საკუთარ თავს, როგორც ერთერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი ინვესტიციებისთვის, სადაც ინვესტორს ხვდებოდა ყველაზე მეგობრული და პროსაინვესტიციო კანონმდებლობა და მისი აღსრულება. სტატისტიკა ბოლო წლებისა სხვა თანმდევი მიზეზებით, უკვე სრულიად საპირისპირო შედეგებზე მიგვითითებს. #Forbesკვირა-მ მოიკითხა საქართველოს წამყვან იურიდიულ კომპანიებში ვითარება და პასუხი კითხვაზე, არის კი საქართველოს საინვესტიციო კანონმდებლობა ძველებურად მიმზიდველი და საინტერესო ინვესტორებისთვის?