ტურისტივით რომ მოგზაურობს კობახიძე, ამდენი თანხა დახარჯა, სამაგისო რა გააკეთა? - ჭიჭინაძე

04/08/2019
Tv Kavkasia-ის მიერ

(ახალი ამბები 08.04.2019)
პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომა, სადაც დეპუტატებმა მოულოდნელად გაარკვიეს, რომ კვლავ ეროვნული ბანკის პრეზდენტს კობა გვენეტაძეს უნდა მოუსმინონ, ხმაურით დაიწყო. დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ხშირი მივლინებების გამო გააკრიტიკა.
დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე დამოუკიდებელი დეპუტატებისათვის არავის უცნობებია და ამის თაობაზე მათ შემთხვევით გაიგეს.
“დამოუკიდებელ დეპუტატებს სად უნდა გაგვეგო, ვინ უნდა შეწუხებულიყო, რომ დღევანდელი სხდომის შესახებ გაგვეგო? - რეგლამენტში წერია, რომ როგორც კი პრეზიდენტი გამოაცხადებს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, დეპუტატებს დაუყონებლივ უნდა გვეცნობოს. დღეს მე კომიტეტის სხდომაზე მოვედი და შემთხვევით გაირკვა, რომ არის პარლამენტის პლენარული სხდომა“, - განაცხადა დავით

გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi

ვიდეოები „Tv Kavkasia"-ისგან