#ღირსეულიპარტნიორი2018
09.08.2018
02:02
#ღირსეულიპარტნიორი2018-ის ფარგლებში ქართველმა, ამერიკელმა, გერმანელმა და უკრაინელმა სამხედროებმა ჯავშანტრანსპორტიორების დახმარებით თავდასხმა განახორციელეს. #ღირსეულიპარტნიორი2018 საქართველოში მეოთხედ იმართება, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები და აშშ-ის ევროპული სარდლობა ხელმძღვანელობს. სწავლება მიმართულია 13 მონაწილე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეთა #მზადყოფნისა და #ურთიერთთავსებადობის ამაღლებისკენ. #ძალაპარტნიორობაშია - მრავალეროვნული სამხედრო სწავლების მთავარი გზავნილია.