მოერიდეთ გარეგნულად ღვთისმოსავთ,ისე კი ღმერთის ძალის უარმყოფელთ,გონებით გახრწნილთ,რწმენაში უმეცართ.
ბიბლია ქართულ სივრცესთან პარალელებით - 2 ტიმოთეს მიმართ. 31 მარტი 2024 კვირა - სკაიპ შეკრება თეოფილე მალაქიასთან ერთად. პავლე მოციქულის მეორე წერილი ტიმოთეს მიმართ. 2 ტიმოთეს მიმართ თავი 3. 1 ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი, 2 ვინაიდან ადამიანები იქნებიან საკუთარ თავზე შეყვარებულნი, ვერცხლის მოყვარენი, მკვეხარანი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, 3 ერთმანეთის მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, გასასტიკებულნი, კეთილის მოძულენი, 4 მოღალატენი, თავხედნი, გაბღენძილნი, ღმერთზე მეტად სიამეთა მოყვარულნი, 5 გარეგნულად ღვთისმოსავნი, სინამდვილეში კი ღმერთის ძალის უარმყოფელნი. ასეთებს ერიდე. 6 რადგან ამათთაგან არიან, სახლებში რომ იპარებიან და ატყვევებენ უგუნურ ქალებს - ცოდვებში ჩაფლულებსა და სხვადასხვაგვარი გულისთქმებით მართულებს; 7 რომლებიც მუდამ სწავლობენ, თუმცა ვერასოდეს აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას. 8 როგორც იანე და იამბრე წინაღუდგნენ მოსეს, ასევე ესენიც ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას; გონებით გახრწნილი ადამიანები, რწმენაში უმეცარნი. 9 მაგრამ ისინი მეტად ვეღარ წაიწევენ წინ, რადგან მათი უგუნურება თავს იჩენს ყველას წინაშე, როგორც იმ ორს დაემართა. 10 შენ კი მე მომყვებოდი მოძღვრებაში, ქცევაში, განზრახვაში, რწმენაში, მოთმინებაში, სიყვარულში, გამძლეობაში, 11 დევნაში, ტანჯვებში, რაც შემემთხვა ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრაში; რა დევნანი არ გადავიტანე, მაგრამ ყველაფრისგან მიხსნა უფალმა; 12 და ყველა, ვისაც სურს ღვთისმოსაობით იცხოვროს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება. 13 ხოლო ბოროტი ადამიანები და თვითმარქვიები წინ წაიწევენ უარესისკენ, სხვებსაც შეაცდენენ და თავადაც ცდუნდებიან. 14 შენ კი დარჩი იმაში, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ, ვინაიდან იცი, ვისგან ისწავლე; 15 რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება გადასარჩენად ქრისტე იესოს რწმენის მეშვეობით, 16 მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში. 17 რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის. 00:00:00 - რეზო ბაქრაძე (თეოფილე მალაქია) 00:56:15 - მარიკა ჭეღელიძე 00:59:00 - მარიანა ბაქრაძე 01:01:10 - ნატალია კუცია 01:52:30 - ნუგზარ ხიდეშელი 02:09:10 - რეზო ბაქრაძე (თეოფილე მალაქია) 03:10:50 - ბატონი ლუკა საფრანგეთიდან 03:12:00 - რეზო ბაქრაძე (თეოფილე მალაქია) 03:17:10 - ნუგზარ ხიდეშელი 03:21:00 - ნატალია კუცია 03:22:15 - თემო მესხორაძე 03:47:00 - რეზო ბაქრაძე (თეოფილე მალაქია)
Teopile Malakia-ის სხვა ვიდეოები
სხეულის რა ნაწილშია ადამიანის სული მოთავსებული?
როგორც გველმა აცდუნა ევა,ასევე თქვენც შეცდომილნი ხ...
თეოფილე მალაქიას ბიბლიური ლექციები. ნაწილი 498-ე....
ადამიანური გონებით უკვდავების ძიების აბსურდულობა....
დიპლომატიის სიმწირე მთავრობაში და გაბატონებული ნაც...
გაბატონებული სიცრუის სამი ფორმა ქოც-ნაცურ მოსახლე...
გაბატონებული უნდა იყოს "წმინდა ილია მართალის" ცნობ...
იმსახურებს თუ არა ღმერთის რისხვას ქვეყანა,სადაც ღმ...
მსგავსი ვიდეოები
,,მოერიდეთ საქართველოში მოგზაურობას" / "Avoid travel to Geor...
მოერიდეთ სუნნეთის უარმყოფელთა ფითნას
ისლამის სკოლა
მოერიდეთ ტაშფანდურებით გამოცილებას და სახეების გამოჩენას - უ...
MULTIMEDIA GE
მოერიდეთ წყევლას!
ისლამის სკოლა
მოერიდეთ რუსულ ბაზებს ყირიმში
ალფა სიხშირე /Alpha Frequency
მოერიდეთ მზის სხივებს, მიიღეთ ბევრი სითხე და მიირთვით ბოსტნე...
TV IMEDI
“მოერიდეთ ბავშვებს საქართველოში” - ტურისტები ქუჩაში ძარცვის...
Business Media Georgia
მოერიდეთ ჯუმა დღეს მარხვას!
ისლამის სკოლა