შს მინისტრის მოადგილე ლიტვის პოლიციის უფროსს შეხვდა

17.05.2017 03:27

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ბესიკ ამირანაშვილი ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსს, ლინას პარნავას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ბესიკ ამირანაშვილმა და ლინას პარნავამ საქართველოსა და ლიტვის საპოლიციო სტრუქტურებს შორის ორმხრივი, წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმარს უწყებაში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ბესიკ ამირანაშვილმა ლინას პარნავას შსს-ს მაღალტექნოლოგიური, მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა და მის ფუნქციებსა და მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა.

ლიტვის ეროვნული პოლიციის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს შს სამინისტროში პროგრამის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ - ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საპოლიციო საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.

გაზიარება:
Mankanebi

მსგავსი ვიდეოები

საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ და ლიტვის შს მინისტრმა „112-ის გმირები“ დააჯილდოვეს
03:01

საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ და ლიტვის შს მინისტრმა „1...

112 Georgia / 112 საქართველო

როგორ მიმდინარეობს არჩევნები ბოლნისში
03:22

როგორ მიმდინარეობს არჩევნები ბოლნისში

TV IMEDI

შს მინისტრის მოადგილე და კელი დეგნანი სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგის დახურვას დაესწრნენ
01:28

შს მინისტრის მოადგილე და კელი დეგნანი სექსუალური ძალადობის გ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრის მოადგილე - ფოთში პოლიციელი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა
01:22

შს მინისტრის მოადგილე - ფოთში პოლიციელი სამსახურეობრივ მოვალ...

PalitraNews

შს მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო ფორუმი გახსნა
02:56

შს მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო ფორუმი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრის მოადგილე დუშეთში სამაშველო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა
01:31

შს მინისტრის მოადგილე დუშეთში სამაშველო სამუშაოებს ხელმძღვან...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრის მოადგილე თავისუფლებააღკვეთილი პირების შესახებ საერთაშორისო შეხვედრას დაესწრო
00:46

შს მინისტრის მოადგილე თავისუფლებააღკვეთილი პირების შესახებ ს...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საზოგადოების აზრი მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შესახებ
02:26

საზოგადოების აზრი მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შესა...

Radio Atinati

ყველა ვიდეო