ლექციები ლიტერატურაზე - ირმა ტაველიძე - "ჯულიან ბარნსი“

23.12.2014 36:58

ირმა ტაველიძე - მწერალი, მთარგმნელი. ნათარგმნი აქვს მიშელ უელბეკის წიგნები: "პლატფორმა", "სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები", ასევე - ქეთი ქანთარიასთან ერთად - პოლ ოსტერისა და ჯონ მაქსველ კუტზეეს "აქ და ახლა"; არის ავტორი მოთხრობების კრებულებისა: "ავტობიოგრაფია ფრანგულად" და "აღმოსავლეთის გამოგონება".

ლექციის თემა:

ფრანკოფილის ვნებანი: ჯულიან ბარნსის „ფლობერის თუთიყუში“

• მეტაფიქციური ნარატივი. სიცხადე და მისტიფიკაცია - მხატვრული და დოკუმენტური პროზის ზღვარზე. წიგნის სტრუქტურა.
• გუსტავ ფლობერი, როგორც რომანის ცენტრალური ფიგურა. სამი ნარატივი და ნარატორი, რომელიც ავტორის ალტერ ეგოს არ წარმოადგენს. პერსონაჟების მოგზაურობა: „მადამ ბოვარის“ პერსონაჟები ჯულიან ბარნსის წიგნში.
• ავტორის ცხოვრება და ბიოგრაფების ინტერპრეტაცია. ლიტერატურული კრიტიკის თემა. ისტორიული სიმართლის ძიებისას განცდილი მარცხი.
• ობსესია ლიტერატურულ ტექსტში. ლიტერატურით შეპყრობილთა თავშექცევა. ფრანკოფილი მწერლის მოგზაურობა დროსა და სივრცეში.
• თუთიყუშის გამოცანა.

ლექცია რიგით მეოთხეა ლიტერატურული შეხვედრების ციკლიდან. ლექციების ორგანიზატორები არიან „დიოგენე“ და „არტარეა“, მხარდამჭერი კი თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
https://www.facebook.com/diogenebooks...
http://artarea.tv

გაზიარება:
Compania