საპატრიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნებაში ’’დედის ლოცვის'' პრემიერა /მაია სიჭინავა maia sitchinava/

20.01.2020 04:54

¨დედის ლოცვა¨    • ¨დედის ლოცვა¨ მაია სიჭინავა და კვარტე...   ლექსის ავტორი - ანგელინა მარგველაშვილი. სიმღერის ავტორი და შემსრულებელი - მაია სიჭინავა და კვარტეტი "ხმები" არანჟირება - ოთარ ყუფუნია. ახალი სიმღერების მისაღებად გთხოვთ, გამოწერას, SUBSCRIBED-ს ან подписаться-ს დააჭიროთ და ასევე მოიწონოთ. საქართველოს პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია -II ემ მუსიკალური ფილმის ჩანახატის ნახვის შემდეგ განაცხადა, რომ ეს სიმღერა უნდა ნახოს და მოისმინოს აფხაზმა ხალხმა და სრულიად საქართველომ. „დედის ლოცვის“ შექმნის ისტორია. „დედის ლოცვის“ შექმნამდე 7 თვის წინ გენო ცაავა ესპანეთში ჩავიდა და ჩაიტანა რამოდენიმე ბუკლეტი სახელწოდებით ‘’ფოკანი’’. მაიას ყურადღება ‘’ფოკანი’’-ს სახელწოდებამ მიიპყრო და გაიხსენა ‘’ფოკას’’ მონასტერთან დაკავშირებული 18 წლის წინანდელი ისტორია. (გენო ცაავა სიმღერის ავტორისა და შემსრულებლის მაია სიჭინავას მეუღლეა, „დედის ლოცვის“ რეჟისორი, პროდიუსერია და ისინი ამჟამად ესპანეთში ცხოვრობენ.) 1992 წლის სამცხე - ჯავახეთის გაზეთში გამოქვეყნებული ყოფილა ‘’ფოკას’’ მონასტერში ბერის -სერაფიმეს ბიოგრაფიული ჩანახატი და დედის ლექსი - მიძღვნილი შვილისადმი. მაის ეს ლექსი ისე მოსწონებია რომ სიმღერა შეუქმნია, რომელიც ბერისთვის უნდოდა რომ მოესმენინებინა, მაგრამ იმ დროის საქართველოში მიმდინარე მძიმე პროცესებმა სურვილის განხორციელებას ხელი შეუშალა, სურვილი სურვილად დარჩა და სიმღერაც დროში დაიკარგა...მაია მეუღლესთან გულის ტკივილით აღნიშნავდა, რომ ლექსი დავიწყებული ქონდა, ენანებოდა სიმღერა, რომელიც მსმენელში ემუციას ცრემლის სახით იწვევდა და რომ სიმღერა არეულ და ქაოტურ დროში დაკარგა. გენო ამ ისტორიით დაინტერსდა და დაუკავშირდა, ჭყონდიდის ეპისკოპოს, მიტროპოლიტ, პეტრე ცაავა - ჭყონდიდელს, რომელსაც ეს ისტორია გააცნო და სთხოვა რომ ლექსის მოძიებაში დახმარებოდა, მეუფე პეტრემ ლექსი მოიძია, რომელიც აღმოჩნდა დღეს უკვე ბორჯომ ბაკურიანის ეპარქიის მეუფის, მიტროპოლიტ სერაფიმ ჯოჯუას დედის - ქალბატონ, ანგელინა მარგველაშვილის . . გენო მეუფე სერაფიმეს დაუკავშირდა, სთხოვა რომ ლექსი გამოეგზავნათ, ამის შემდეგ ესპანენეთის ქალაქ ბურგოსში, სადაც გენო და მაია ცხოვრობენ, გენოს უშუალო მოწვევით, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მეუფის, მიტროპოლიტ აბრამის ლოცვა კურთხევით, პირველად - ბურგოსში მცხოვრები ქართველების გასაცნობად და საეკლესიო რიტუალების ჩასატარებლად ჩამობრძანებულ იქნა არქიმანდრიტი, ლუკა ფალავანდიშვილი. ერთ ერთი ტრაპეზის დროს მაიამ შეასრულა უკვე აღდგენილი სიმღერა და მამა ლუკას გააცნეს სიმღერის ისტორია...მამა ლუკამ სიმღერის სამუშაო ჩანაწერი თბილისში ჩაიტანა და მეუფე სერაფიმეს მოასმენინა, ამის შემდგომ სიმღერის შექმნისთვის მეუფესგან აღებულ იქნა ლოცვა კურთხევა...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

¨დედის ლოცვა¨ მაია სიჭინავა და კვარტეტი \"ხმები\"  /მაია სიჭინავა, maia sitchinava /
06:10

¨დედის ლოცვა¨ მაია სიჭინავა და კვარტეტი "ხმები" /მაია სიჭინ...

Maia Sitchinava's Author songs / მაია სიჭინავა

მრავალშვილიანი დედის კომპანია, რომელიც ხის სათამაშოებსა და ავეჯს ქმნის
15:05

მრავალშვილიანი დედის კომპანია, რომელიც ხის სათამაშოებსა და ა...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

〇 წმინდა ბასილი დიდის ქადაგება მარხვის შესახებ
09:00

〇 წმინდა ბასილი დიდის ქადაგება მარხვის შესახებ

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

ღირს ანტონ დიდის ცხოვრებისა  და განღმრთობის მნიშვნელობის შესახებ
24:25

ღირს ანტონ დიდის ცხოვრებისა და განღმრთობის მნიშვნელობის შეს...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

〇„ეკლესიაში ისევ ის ხალხი დადის, ვინც პანდემიის დროს დადიოდა“ -  მღვდელი თეიმურაზ ქორიძე
28:14

〇„ეკლესიაში ისევ ის ხალხი დადის, ვინც პანდემიის დროს დადიოდ...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

მოწყალების დების გადამზადების პროგრამას იწყებს
02:45

მოწყალების დების გადამზადების პროგრამას იწყებს

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

〇 რა დაგვანახა კორონავირუსმა -  საგამომცემლო სახლ „დედნის“ დამფუძნებელი ბელა სარია
00:38

〇 რა დაგვანახა კორონავირუსმა - საგამომცემლო სახლ „დედნის“...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

სამების საპატრიარქო ტაძარში წმინდა ბასილი დიდის წირვა აღევლინა
12:02

სამების საპატრიარქო ტაძარში წმინდა ბასილი დიდის წირვა აღევლი...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

ყველა ვიდეო