Playlist:
Side 1:
პროზა
01. გრიგოლ რობაქიძე – „ქართველ ხალხს“ 00:00
ნაწყვეტები რომანიდან „გველის პერანგი“
02. მურმან ჯინორია – ...ცეკვა! ცეკვა! ცეკვა! 05:11
03. მურმან ჯინორია – ბეხან 11:43
04. მურმან ჯინორია – გადია 19:33
Side 2:
პოეზია
05. დავით უფლისაშვილი – საქართველოს 23:38
06. გოგი თურქიაშვილი – ლეგენდა შეცდომით 24:56
07. დავით უფლისაშვილი – ამორძალი ლონდა 26:56
08. გოგი თურქიაშვილი – მზის ნარქენი 28:29
09. მურმან ჯინორია – ვერის ხიდზე 30:28
10. დავით უფლისაშვილი – ვაჟაური 31:51
11. მურმან ჯინორია – გედის ყივილი 33:15
12. გოგი თურქიაშვილი – პანი 36:01
13. გოგი თურქიაშვილი – სპლინი 36:52
14. დავით უფლისაშვილი – ადონელას 37:43
15. გოგი თურქიაშვილი – სპლინი 39:19
16. დავით უფლისაშვილი – საკუთარი ტოსტი 40:02
17. გრიგოლ რობაქიძე – „მისალმება ქართველი ახალგაზრდობისადმი“ 41:40
გრიგოლ რობაქიძის ხმა ჩაწერილია 1954 წელს
შემდგენელი: ლაშა იმედაშვილი;
ხმის რეჟისორი: გ. გვიშიანი;
რედაქტორი: ნ. ჭელიძე;
მხატვარი: ბ. გულუაშვილი.
„მელოდიის“ თბილისის ხმისჩამწერი სტუდია © 1990
© ფირმა „მელოდია“ 1991
Vinyl rip by – ERM0NIA (ლაშა გაბუნია)
ქართველი კაცი ამ ფირფიტაზე პირველად მოისმენს გრიგოლ რობაქიძის ხმის იმ სრულ ჩანაწერს, რომელიც პარიზიდან გამომიგზავნა მისმა უმცროსმა მეგობარმა სანდრო ფანჩულიძემ და მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გადაცემული საქართველოს რადიოს მიერ. მანვე მაცნობა: გრიგოლმა ,,1961 წელს გულითადობისას მითხრა – სანდრო, ერთი ცოდვა მაქვს ჩადენილი, რომელსაც დღესაც ვნანობ, მაგრამ გვიან არისო – ჩემი დაბადების თარიღი გადაკეთებული მაქვსო“. როგორც ბ-ნ გრიგოლის დისშვილმა როსტომ ლომინაშვილმა დაადგინა, გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1880 წლის 28 ოქტომბერს, ქუთაისის მაზრის სოფელ სვირში, საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, უმაღლესი – გერმანიასა და რუსეთში, ქართულის გარდა იცოდა რუსული, გერმანული, ფრანგული ენები, იყო დიდად განათლებული პიროვნება, რომელიც სავსებით მიზანმიმართულად იღწვოდა საქართველოს მიბრუნებისათვის ევროპული კულტურის არეალში. მას სჯეროდა, რომ ქართულ მწერლობასა და ხელოვნებას გააჩნდა ის ორიგინალური მონაპოვარი, რომლითაც პირნათლად წარსდგებოდა მსოფლიო კულტურის წინ, თვითონაც ლექციებითა და წერილებით ხელს უწყობდა ყოველივე საუკეთესოს წინ წამოწევას.
იგი დიდი ავტორიტეტი გახლდათ ათი-ოცდაათიანი წლების ქართულ ცხოვრებაში, ავტორიტეტები კი, გარდა პარტიულისა, ავტორიტარულ რეჟიმს, მოგეხსენებათ, არ უყვარს. ამიტომ, უცილო დაპატიმრების შიშით, 1932 წელს გრიგოლ რობაქიძე იძულებული გახდა გერმანიაში დარჩენილიყო. ამას წინ უძღოდა მისი „ლამარას“ ტრიუმფი თბილისსა და მოსკოვში, მისი რომანის წარმატება თბილისსა და გერმანიაში, მისი ლექსებისადმი, წერილებისადმი, მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობისადმი გაუნელებელი ინტერესი და რწმენა იმისა, დიდი მწერალი კიდევ ბევრს რომ შესძენდა ქართულ კულტურას.
გერმანიაში, საქართველოს მოწყვეტილი, იგი განაგრძობდა ქართული სინამდვილით, ქართული ტკივილებით ცხოვრებას. სწორედ იქ დაწერა რომანები – „ჩაკლულო სული“, „გრაალის მცველები“, „მეგი, ქართველი ქალწული“, წერილები, ესეები... პირუთვნელად გახსნა მეოცე საუკუნის ქართული ყოფის ტრაგიკული არსი. ყველაფერი დანარჩენი რაც ითქვა მერე და რასაც ამბობენ ახლა, ჩვენთან თუ რუსეთში სტალინის სისხლიან ეპოქაზე, თავისი რაობით იქ უკვე ნათქვამია, მექანიზმი ხალხთა და ადამიანთა განადგურებისა და დამონებისა გახსნილია.
როგორც მოაზროვნე და შემოქმედი, იგი დიდად აღიარებული იყო არა მარტო ჩვენთან, არამედ უცხოეთშიც რომენ როლანის, შტეფან ცვაიგის თუ სხვათა მიერ.
გარდაიცვალა გრიგოლ ტიტეს-ძე რობაქიძე ჟენევაში, 1962 წელს, სრულიად მარტო სულად. „დასავლეთის პრესაში გამოქვეყნებულ ნეკროლოგებში გრ. რობაქიძეს მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსს უწოდებენ“, საქართველოში მისი ხსენება კი ამ დროს აკრძალულია. არადა, სიცოცხლის ბოლო წუთებამდე იგი საქართველოთი სუნთქავდა და საქართველოსთვის ცხოვრობდა. ანდერძადაც მოკრძალებული თხოვნა დაგვიტოვა: „ჩემი ნატვრაა, როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მიდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწა სალოცავის წინ (იგულისხმება სვეტიცხოველში მარჯვნივ, სალოცავის ნაშთი – კ. ი.) და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვთხოვ საქართველოს“.
გრიგოლ რობაქიძის სახელი გარდაცვალებიდან ოცდახუთი წლის შემდეგ დაუბრუნდა საქართველოს. მისი რეალური დაბრუნება კი, ახლა ხდება, ნელ-ნელა. მისი შემოქმედების ქცევა ჩვენი კულტურისა და აზროვნების განუყოფელ ფაქტად მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენთვის, ეს ჩვენი გამდიდრებაა და ამაღლება.
ეს ფირფიტაც ამ ძნელ და მადლიან საქმეს ემსახურება.
კეთილი იყოს მისი შეხვედრა ქართველ კაცთან.
კობა იმედაშვილი