EMC ის სარჩელზე კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ
02/22/2018
სოციალური სამართლიანობის ცენტრი-ის
მიერ
სოფო ვერძეული საუბრობს EMC-ის სარჩელზე კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, რაც ქმნის შესაძლებლობას პირად ცხოვრებაში ჩარევა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე განხორციელდეს.
►„თავდაპირველად მინდა განვმარტო ჩვენი ძირითადი არგუმენტები და იმედია მცირედით მაინც გააქარწყლებს, დღის მანძილზე უმრავლესობის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას ამ სარჩელთან დაკავშირებით.
ჩვენ ვასჩივრებთ 2005 წელს მიღებული კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის 2 მოხულს, აქედან ერთი შეეხება ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას, ფოტო-კინო გადაღებას, რომელიც კანონის მიხედვით შესაძლოა მოსამართლის ნებართვის გარეშე განხორციელდეს , ხოლო მეორე ნორმა შეეხება ისეთ ვითარებას, როდესაც კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა საკმარისია იმისთვის, რომ სპეცსამსახურებმა სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა განახორციელონ. ეს ერთი მხარე თავისუფლად შეიძლება იყოს თვითონ სპეცსამსახურების ჩანერგილი აგენტი, რომელიც მარტივად მისცემს თანხმობას მისი კომუნიკაცის ჩაწერაზე. გასათვალსიწინებელია, რომ არც პროცესის დაწყებამდე და არც შემდგომ ადრესატს არ ეცოდინება, რომ მის მიმართ ამ ტიპის ფარული ღონისძიებები განხორციელდა, რაც გამორიცხავს უფლებას იდაოს ამ ღონისძიების კანონიერებაზე. ეს არის ზუსტად ძირითადი მიზეზები და არგუმენტები რამაც ჩვენ მოგვცა საფუძელი იმისა, რომ გაგვესაჩივრებინა ამ კანონის რამდენიმე ნორმა. კანონის ანალიზი ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ფარული ღონისძიების განხორციელების დროს გამორიცხულია სასამართლო კონტროლი. მოსამართლის ნებართვა არ არის მოთხოვნილი არც ფარული ღონისძიების დაწყებამდე და არც შემდგომ.
საქართველოს კონსტიტუცია და კონკრეტულად მე-20 მუხლის თანახმად, პირად ცხოვრებაში ჩარევა უნდა განხორციელდეს სასამართლოს ნებართვით. კონსტიტუციაში ვერავინ ამოიკითხავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნით თუ ხდება პირად ცხოვრებაში ჩარევა მაშინ სასამართლოს კონტროლი არ არის საჭირო. ასეთ ჩანაწერს საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს, ამიტომ ნათელია, კანონმდებლობასა და კონსტიტუციას შორის წინააღმდეგობა.
კითხვაზე შეუშლის თუ არა ხელს ამ სარჩელის დაკმაყოფილება სპეცსამსახურების ეფექტურ ფუნქციონირებას, პასუხი ძალიან მარტივია - სასამართლოს კონტროლის არსებობა თავისთავად ვერ გახდება ხელისშემშლელი გარემოება, რადგან სპეცსამსახურებს ექნებათ შესაძლებლობა თუ კი არის საკმარისი დრო და საფუძვლები წინასწარ მიმართონ მოსამართლეს ნებართვის მისაღებად, რომ ასეთი ფარული ღონისძიება განახორციელონ, ან თუ კი არის გადაუდებელი აუცილებლობა მათ შეეძლებათ ასეთი ღონისძიებები განახორციელონ და შემდგომში კონკრეტულ ვადებში მოახდინონ ამ ღონისძიების დაკანონება. ამიტომ, ვერ ვხედავ სირთულეებს რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სპეცსამსახურების ფუნქციონირებას. ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ მცდარი ინფორმაციის გავრცელება და ამ თემით სპეკულაცია. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ მარტივ საკითხზე, რომ რისკები, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების თუ ტერორიზმის მიმართულებით იქნება ეს რისკები, ჩვენ არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ უპირობოდ დავუშვათ პირად ცხოვრებაში ჩარევა და გავაკეთოთ ასეთი მექანიზმის ლეგიტიმაცია. თუ ჩვენ ამის შესაძლებლობას მივცემთ სპეცსამსახურებს ამით დაირღვევა ის ბალანსი, რომელიც უნდა არსებობდეს პირად თავისუფლებასა და უსაფრთხოების ინტერესებს შორის, ასეთი ბალანსის დარღვევა კი ნიშნავს დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებიდან პოლიციური სახელმწიფოს პრინციპებზე გადასვლას\".
http://emc.org.ge/