რეჟისორი ზაზა ნანობაშვილი საკუთარი ლექსით - \"სულის ამოძახილი\"
\"ჭეშმარიტების შეჩერების არ გვაქვს უფლება!\"
დოკ. ფილმის \"დაბრუნდებიან\" პრემიერა -- კინოთეატრი \"რუსთაველი\"
.:სულის ამოძახილი:.
წუთისოფელში თითო წამი - თითქოს წელია,
აღესრულება უფლისაგან, რაც რომ სწერია,
სული დაღლილა, ამ ბრძოლისთვის უჩვეველია,
მუდმივ ცდასა და მოლოდინში გადამერია.
განთავისუფლდი, გარეთ გამო სულო უკვდავო,
ირგვლივ დასჭექე ის სიმართლე, რაც არ გითქვია,
გამოდი, მონა ნუ იქნები საკუთარ ხორცის,
უფალი სუფევს, ის დაგიცავს - ნუ გეშინიან!
გამოდი სულო, უკეთური კვლავაც ამხილე,
რომ მოიშალოს და განქარდეს მტრის მანქანება,
ახადე ფარდა და იხილავ როგორ გახვიდე,
სანამ მოყვასი ზურგში ზაკვით მოგეპარება.
გამოდი, რათა სიმართლისთვის ცილი დაგწამონ,
სიყვარულისთვის უსამართლოდ შენაც დაგსაჯონ,
ხმა დაგიყარონ, შურით გდევნონ, ცოცხლად გაწამონ,
შენც გაიარო ამა სოფლის ბნელი სამსჯავრო.
გამოდი ლეშში აყროლდები - გიხმობ ბასტიონს,
მრავალი ღამე უფლისათვის კვლავაც ვათიოთ,
გამოდი გარეთ, რომ გაგკიცხონ, მიწას გათრიონ,
საჭირველ გზაზე მოიპოვო მაღლივ - აქსიოს!
სულო ნუ უსმენ, თუ გაბრკოლებს, თვით პატრონსაც კი -
როცა მაგ სიტყვით მრავალი სული თავისუფლდება,
ამაო სიბრძნევ ამ ქვეყნისავ აბა სად გდიო,
ჭეშმარიტების შეჩერების არ გვაქვს უფლება!
ზაზა ნანობაშვილი
16.12.2014
https://www.facebook.com/photo.php?fb...